სისხლიანი გარჩევა კახეთში-39 წლის მამაკაცი სიძემ დაჭრა
სიტყვიერი შელაპარაკება წნორში სისხლიანი გარჩევით დასრულდა. სიძემ 39 წლის მამაკაცი ცივი იარაღით საკუთარ სახლში დაჭრა. ადგილობრივების თქმით მათშორის დაძაბული ურთიერთობა იყო და ეს შეკამათების პირველი შემთხვევა არ ყოფილა. დაზარალებულის მეუღლე კი აცხადებს, რომ მისი სიძე საკუთარ ცოლსაც აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას რის გამოც გოგონა ქმარს არაერთხელ გაშორდა. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა. მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული. ოჯახის წევრებმა მომხდართან დაკავშირებით პოლიციას მაშინვე შეატყობინეს , თუმცა, როგორც დაზარალებულის მეუღლე ამბობს , ეჭვმიტანილმა მიმალვა მოახერხა.