Express News

ზუგდიდის გამგებლის მოადგილიე გურგენ სართანია მისი დედის, დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გურგენ სართანია მისი დედის, ლალი ანთიას დაკავების ერთადერთ მიზეზად ამ ეტაპზე ლალი ანთიას მიერ დანიშნულ ვადებში სასამართლოსთვის ჯანმრთელობის ცნობის წარუდგენლობას ასახელებს. სხვა მიზეზებზე საუბრისგან ამ დროისთვის თავს იკავებს.
„მოვლენებს არ მინდა გავუსწრო. რას უკავშირდება ეს დაკავება,
ჯერჯერობით თავს ვიკავებ რამის თქმისგან. ხვალ დილით მისი ადვოკატი, სოსო ჯანაშია მოინახულებს და ყველაფერს გაეცნობა“, - აღნიშნა გურგენ სართანიამ „ქალთა კავშირის“ წევრ ინგა ქარდავას განცხადების საპასუხოდ, რომ ლალი ანთიას დაკავება თითქოს მის საქმიანობას და ცალკეული ადამიანების უახლოეს პერიოდში მხილებას უკავშირდება.

„გადავადებით იყო გათავისუფლებული. ყოველთვიურად წელიწადში უნდა წარედგინა დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 20 დღის წინ მოუვიდა და არ წარუდგენია. თბილისში იყო წასასვლელი. არ დაწერა შეწყალება. შეწყალება რომ დაეწერა, ამნისტირებული იყო და განახევრებული ჰქონდა სასჯელი. დარჩენილი შვიდი წელიწადი რვა თვემდე უნდა ჩამოსულიყო. სამი წელი და ექვსი თვე დაუტოვებიათ. რომ დაეწერა შეწყალება, გაათავისუფლებდნენ. მაშინ არ დაწერა, რადგან ეძებდა იმ დაზარალებულს, ვიღაც სომეხს, სახელი და გვარი რომ არ იცის. არც ის, სად ცხოვრობს. გამართლება უნდოდა, რეაბილიტაცია. ამის შემდეგ შეწყალება უნდა დაეწერა. მაგრამ რომ არ გამოცხადდა, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, ამდენი გაქვს დარჩენილი და მოიხადეო“, - განუცხადა გურგენ სართანიამ „ლაივპრესს“.

ლალი ანთია დღეს, 10 მარტს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განიხილა მსჯავრდებულ ვერა (ლალი) ანთიას მიმართ გადავადებული განაჩენის აღსრულების საკითხი და განჩინების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად დააბრუნა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამავე განცხადების თანახმად, ლალი ანთიას წელიწადში ერთხელ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით, მისივე ხარჯით ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის წარდგენა გადაწყვეტილების გამომტან პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენა ევალებოდა, თუმცა დღემდე არ წარმოუდგენია, მიუხედავად იმისა რომ, არაერთხელ ეცნობა ამის შესახებ.

სასამართლოს განცხადებით, სწორედ ეს გარემოება გახდა გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღების საფუძველი, სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ. 


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT