Express News

სკანდალური ინტერვიუ, რომლის გამოც ლალი ანთია დააკავეს!

არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელმა ლალი ანთიამ 9 მარტს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტს ნელი ვარდიაშვილს და 10 მარტსუკვე დაკითხვაზე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში. ჯერჯერობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუ რაში ედება ბრალი ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გიზო სართანიას დედას.
„პრაიმერის“ ინფორმაციით, დაკავებამდე ლალი ანთიას ურჩევდნენ, რომ ნაკლებად ეაქტიურა, განსაკუთრებით კი, მედიასაშუალებებთან გაეწყვიტა კონტაქტი და ჟურნალისტებისგან თავი შორს დაეჭირა. „ქრონიკა+“-სთან მიცემულ ბოლო ინტერვიუში, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზუგდიდსა და მმართველ გუნდში არსებულ პრობლემებზე, კოორდინაციის მოშლასა და შიდაგანხეთქილებაზე საუბრობს. ანთია ასევე „ქრონიკა+“-ს იმ სქემას უხსნის, თუ როგორ ზრუნავს „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ გადარჩენასა და რეიტინგის შენარჩუნებაზე, რაც საბოლოო ჯამში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხებით დასრულდება ზუგდიდში.
უფრო ვრცლად, თუ რაზე ისაუბრა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელმა ლალი ანთიამ, რატომ დაუპირისპირდა „ქართულ ოცნებას“ და რას გეგმავდა, „ქრონიკა+“-ის ხვალინდელ ნომერში. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT