Express News

დავით უსუფაშვილი - რუსეთმა 21-ე საუკუნისთვის სრულიად წარმოუდგენელი აგრესია განახორციელა


პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, რუსეთმა 21-ე საუკუნისთვის წარმოუდგენელი აგრესია განახორციელა. პირველი განცხადება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა გააკეთა. 
"სამწუხაროდ, უკრაინაში მოვლენები განვითარდა ისე, რაც არ გვინდოდა, არ უნდა არც უკრაინელ ხალხს, არც ჩვენ და არც დემოკრატიულ მსოფლიოს. რუსეთმა 21-ე საუკუნისთვის სრულიად წარმოუდგენელი აგრესია განახორციელა და პრაქტიკულად ტერიტორია მიიტაცა. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ დარჩება და ამ რწმენით ვაგრძელებთ ჩვენც შრომას საკუთარი ქვეყნის გასამთლიანებლად – როგორც ჩანს, ეს პროცესები ძალიან მჭიდროდ და პარალელურ რეჟიმში წარიმართება", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT