Express News

ერეკლე კოდუაზე ძებნა გამოცხადდება


შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან ერეკლე კოდუაზე ძებნა გამოცხადდება, - ამის შესახებ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორებმა განაცხადეს. 
მათი თქმით, ბრალდებულმა ერეკლე კოდუამ თავი აარიდა გამოძიებას და იგი მიმალვაში იმყოფება. როგორც მათ აღნიშნეს, ამ ფონზე სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა და ერეკლე კოდუას პატიმრობა შეეფარდა. პროკურორების განცხადებით, განჩინების ჩაბარების შემდეგ ისინი ერკლე კოდუაზე ძებნას გამოაცხადებენ. 
დაცვის მხარის ადვოკატების თქმით კი, პროკურატურის შუამდგომლობა დასაბუთებული არ იყო. რაც შეეხება იმას, გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, ამასთან დაკავშირებით ერეკლე კოდუას ადვოკატები გადაწყვეწტილებას განჩინების ჩაბარების შემდეგ მიიღებენ. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT