ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში დაძაბული ვითარებაა. როგორც ღურტაში მცხოვრები გურამ გელაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, მთავრობის წარმომადგენლებმა გასცეს ბრძანება, აქციის დაშლის თაობაზე, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დაარბიეს. მანვე აღნიშნა, რომ ადგილობრივების დაპატიმრების მცდელობაც იყო, თუმცა მოსახლეობამ მათი მანქანაში ჩასმის შესაძლებლობა პოლიციელებს არ მისცეს.
"პოლიციელები გვარბევენ, გვირტყამენ ყველაფერს. მთავრობამ ბრძანება გასცა, თუ არ დაგემორჩილებათ, დაშალეთო. კახა კალაძის მოადგილე და არჩილ ხაბაძე აქ არიან. დაახლოებით 700 ადამიანამდე ვართ შეკრებილი. პოლიციის 37 მანქანაა, შუახევიდან და ქედიდანაც ამოიყვანეს სამართალდამცველები. აქციის მონაწილეების დაკავების მცდელობა იყო, მანქანაში უნდა
ჩაესვათ ადამიანები, მაგრამ ხელი შევუშალეთ და არ მივეცით დაკავების საშუალება", - აღნიშნა გურამ გელაძემ.
სოფლის მოსახლეობამ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის თანამშრომლებს იმ ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მისცეს, სადაც ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს. ადგილობრივებს მორიგეობა ჰქონდათ დაწესებული და ჰესის სამშენებლო სამუშაოს დასაწყებად მთავრობას იქ ტექნიკის შეყვანის საშუალებას არ აძლევდნენ. ცოტა ხნის წინ საპარტულო პოლიციის ჩარევის შედეგად გზა გახსეს და მთავრობის წევრებს ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცათ.