Express News

კიკეთში ჩაცხრილულს მეუღლე და 3 წლის შვილი ჰყავს



კიკეთში, გუშინ ღამით, 21 წლის ახალგაზრდას, ნიკუშა ნატროშვილს ცეცხლსასროლი იარაღით 25 ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდას მდგომარეობა კრიტიკულია, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაჭრილს 3 წლის შვილი ჰყავს. ნატროშვილმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა და მას სასწრაფოდ ესაჭიროება 1 ჯგუფის რეზუს-დადებითი სისხლი. “ამ მომენტში ჩვენ მხოლოდ სისხლით შეგვიძლია დახმარება! ძალიან უნდა სიცოცხლე, ვიცი, და მჯერა, რომ გადარჩება!!! იბრძვის 2 დღეა იმისთვის, რომ ისევ ჩვენთან იყოს!!! გთხოვთ, ადამიანებო, დაუდეგით გვერდში, ვისაც მისი ჯგუფის სისხლი გაქვთ!!! ყველაზე მაგარი შვილი ჰყავს და ძალიან უნდა ნიცასთან ერთაად ნიკუშას და იქნება მჯერა!!“- წერენ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT