Express News

"ალია"-"ქრონიკის" ჩასაძირად მომართული მოსამართლე მაია ბაქრაძის ურიცხვი ქონება!


გაზეთი "კვირის ქრონიკა", თამარ ოქრუაშვილი 

საერთოდ, კი ამბობენ, რომ თევზი თავიდან ყარსო, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სიმყრალე "ფრესკოს" ქათმიდან წამოვიდა. "ალიასა" და "ფრესკო თრეიდ ჰაუსის" ამბავთან დაკავშირებით რაც მოხდა, იმას ვგულისხმობ, როცა ცამდე მართლებს სასამართლომ გვითხრა, ტყუითო. მართლმსაჯულების ასეთ ქცევას სახელი არ აქვს, უფრო სწორად, ერთი სახელი აქვს: ვირეშმაკობა და გოთვერნობა. ხელისუფლების საყურადღებოდ ვამბობთ: სასამართლოს მიერ უსამართლო დატერორება დღესაც მიმდინარეობს, ბატონებო. შეგახსენებთ, რომ ვადაგასული ქათამი თბილისის საქალაქო სასამართლომ 6500 ლარად დაგვისვა და ეს ის ქათამია, თავად "ფრესკოს" ნირწამხდარი თანამშრომელი რომ, პირადად მე, მეუბნებოდა, აქოთებული კი იყო, მაგრამ რა გიყოთო. 
პირველი ინსტანციის, ანუ საქალაქო სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილების შემდეგ რედაქციამ გადაწყვიტა, ყველა წესის დაცვით, სარჩელი შეეტანა სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, უცებ მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა და "ალიას" მოუვიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელსაც ხელს აწერდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია ბაქრაძე და გვამცნობდა, რომ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა საქალაქოს გადაწყვეტილება, რადგანაც "საჩივრის წარდგინების ვადა დაირღვა და დაუბრუნდეს "ალია ჰოლდინგს" სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2014 წლის 28 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხაო". ის, თუ როგორ იგოთვერნა სააპელაციო სასამართლომ საკუთარი ხარვეზის გამო, ამის შესახებ "ალია" უკვე წერდა წინა კვირაში. ანუ, გამოვიდა, რომ თურმე ჩვენ ვართ იმ ვადაგადაცილებული ქათამივით ვადაგადაცილებული და ერთი დამპალი ქათამი მართლაც, ნამდვილად ძვირი აღმოჩნდა ამ სიმართლედამპალ ქვეყანაში! მაგრამ აქ შეგახსენებთ, რომ "ალიას" წინააღმდეგ დიდი კამპანია მანამ დაიწყო, როცა საქვეყნოდ აღიარებული პედოფილის ოთარ კობერიძის სასარგებლოდ 50 000 ლარი (ამას მიუმატეთ კობერიძის გადახდილი ბაჟი და სააღსრულებოს პროცენტი) გადაახდევინეს გაზეთს და აქაც, ჰოი, საოცრებავ! ერთ-ერთი მოსამართლე კვლავ კუბლაშვილის ნაქები და საამაყო მოსამართლე მაია ბაქრაძე იყო! არავინ გვითხრას, ეს დამთხვევააო, რადგანაც ეს ქალი ნამდვილად მოჩენილია ჩვენზე და ეტყობა, კუბლაშვილი და ბაქრაძე გადაფსკვნილები სინქრონულად მუშაობენ ერთად სიმართლის წინააღმდეგ. 
ჩვენი გაზეთი არაერთხელ წერდა, რომ ჯერ იყო და, ადეიშვილისგან იღებდნენ მისი ყურწითელა მოსამართლეები მითითებებს და მერე კუბლაშვილმა ეს "ვახტა" წარმატებით გადაიბარა, მაგრამ იმაშიც დარწმუნებულები ვართ, მალე მოვა ის დრო, როცა ეს "კამანდა" ისევე დაჯდება განსასჯელის სკამზე, როგორც ერთ დროს ნაციონალი ბიჭები სხდებოდნენ ქუთაისის რესტორანში ბოთლებზე. მანამდე კი ჩეხოვის "საბაჩკინებივით" კუდის ქიცინითა და უსიტყვოდ, "გისმენ და გემორჩილების" ძახილით იღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რასაც პატრონი უბრძანებთ. ნეტა, სამაგიეროდ რა აქვთ მიღებული პატრონებისგან? ხომ არ გვენახა იგივე მაია ბაქრაძის დეკლარაცია და რა გვიშლის, რო, ხელს?.. ამას წინათ "პალიტრა ტვ"-ზე მოვუსმინე ამ ქალბატონს და ისე საეჭვოდ თქვა, რა უნდა ექნათ წინა ხელისუფლების დროს მოსამართლეებს, ისინიც ადამიანები არიან, მათაც აქვთ ბანკის ვალებიო, რომ მართლა დავინტრიგდი... მაშ, ასე: 
მაია ბაქრაძე, დაბადებული საქართველოში, თბილისში, 1971 წლის 9 სექტემბერს. 
მეუღლე ლევან წვერაიძე, დაბადებული საქართველოში, თბილისში, 1967 წლის 14 სექტემბერს. 
შვილი თამთა წვერაიძე, დაბადებული თბილისში, 1997 წლის 31 ოქტომბერს. 
შვილი ანანო წვერაიძე, დაბადებული თბილისში, 2001 წლის 15 აპრილს. 
შვილი სოფო წვერაიძე, დაბადებული თბილისში, 2007 წლის 29 ივლისს. 
დეკლარანტის უძრავი ქონების ჩამონათვალი ასეთია: 
მაია ბაქრაძე, ბინა თბილისში, ქანთარიას ქუჩაზე, #12. ფართობი 180.00კვ.მ. 
ლევან წვერაიძე, მიწის ნაკვეთი საქართველო, გურჯაანში, სოფ. ვაჩნაძიანი, ფართობი 145 500. კვ.მ. 
ლევან წვერაიძე, მიწის ნაკვეთი საქართველო, გურჯაანის რ-ონი, ვაჩნაძიანი, ფართობი 60 001.00 კვ.მ. 
ლევან წვერაიძე, მიწის ნაკვეთი საქართველო, დაბა კიკეთი, 400.00 კვ.მ. 
ლევან წვერაძე, მიწის ნაკვეთი, საქართველო, მცხეთის რაიონი, მისაქციელი, ფართობი, 1 223.00 კვ.მ. 
ლევან წვერაძე, მიწის ნაკვეთი, საქართველო, გურჯაანის რაიონი, ვაჩნაძიანი, ფართობი 20 002.00 კვ.მ. 
ლევან წვერაიძე, 100%, მიწის ნაკვეთი, საქართველო, კოჯორი, დაბა კიკეთი, ფართობი - 182.00 კვ.მ. 
ლევან წვერაიძე, 100%, საცხოვრებელი სახლი, საქართველო, კოჯორი, დაბა კიკეთი, ფართობი 155.00 კვ.მ. 
ლევან წვერაიძე, 100%, მიწის ნაკვეთი, საქართველო, თელავი, სოფელი შალაური, ფართობი 41 440.00 კვ.მ. 
ლევან წვერაიძე, 100% მიწის ნაკვეთი, საქართველო, თელავი, სოფელი შალაური, ფართობი 5 324.00 კვ.მ. 
ლევან წვერაიძე, 100%, მიწის ნაკვეთი, საქართველო, თელავი, სოფელი შალაური, ფართობი 5 500.00კვ.მ. 
ლევან წვერაიძე, მიწის ნაკვეთი, საქართველო, გურჯაანი, ვაჩნაძიანი, ფართობი 20 002.00 კვ.მ. 
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, ორივე ცოლ-ქმარს მსუბუქი ავტომანქანები ჰყავთ: 
მაია ბაქრაძე სუზუკი გრანდ ვიტარა 2006წ HSH 070. 
ლევან წვერაიძე ლანდ როვერ 2004 წ. TAS 070. 
ოჯახს ფასიანი ქაღალდები არ აქვს, რაც შეეხება გრაფას, "საქართველოს, ან სხვა ქვეყნის საბანკო, ან სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებულ ანგარიშს, ან შენატანს, რომლის განკარგვის უფლებაც აქვთ ოჯახის წევრებს", აქ ვკითხულოთ: 
მაია ბაქრაძე, "რესპუბლიკა ბანკი", სახელფასო 3 200.00 ლარი. 
მაია ბაქრაძე, "საქართველოს ბანკი", მიმდინარე 12.00 ლარი. 
"დეკლარანტის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობაც აღემატება 4000 ლარს". აქ დაფიქსირებულია ლევან წვერაიძის თანხა 22 000.00 ლარი. 
დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე ბაქრაძის მეუღლე სამეწარმეო საქმიანობას ოფიციალურად ეწევა, ესაა შპს "შაბო ჯორჯია", რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე 29/31-ში. 
"საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში თქვენი, ან თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო": 
მაია ბაქრაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლო, მოსამართლე, 50 182.00 ლარი. 
ლევან წვერაიძე, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, მმართველის მოადგილე 3000.00 ლარი. 
"საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში დეკლარანტის ან მისი ოჯახის მიერ დღემდე დადებული ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულებაც აღემატება 3000 ლარს": 
ლევან წვერაიძე, ნასყიდობა, მიწის ნაკვეთის ყიდვა, 8000.00 ლარი, 02.04.20013 - უვადო. 
ლევან წვერაიძე, სესხი, ფულადი თანხა, 52 000.00 ლარი. 06.06.2011 ვალდებულება შესრულებამდე, ზეპირი. 
ლევან წვერაიძე, სესხი, 98 000.00 ლარი, 01.07.2011 ვალდებულების შესრულებამდე, ზეპირი. 
მაია ბაქრაძე, სესხი, ფულადი თანხა, 6 500.00 ლარი. 31.05.2012-31.05.2015 "ბანკი რესპუბლიკა", 1617.00 ლარი გასავალი. 
ლევან წვერაიძე, სესხი, ფულადი თანხა, 8160.00 ლარი, 29.10.2012 წლიდან, 29.05.2014 "ვითიბი ბანკი", 2 370.00 ლარი გასავალი. 
ლევან წვერაიძე, სესხი, ფულადი თანხა, 80 000.00 ლარი, 23.11.2012 ვალდებულების შესრულებამდე, ზეპირი. 
მაია ბაქრაძე, სესხი, ფულადი თანხა, 80 000.00 ლარი, 06.12.2012. ვალდებულების შესრულებამდე, ზეპირი. 
ლევან წვერაიძე, სესხი, ფულადი თანხა 123 000.00 ლარი, 07.02.2013 ვალდებულების შესრულებამდე, ზეპირი. 
ლევან წვერაიძე, სესხი, ფულადი თანხა, 50 000.00 ლარი. 10.02.2013 წელი. ვალდებულების შესრულებამდე, წერილობითი. 
ლევან წვერაიძე, ნასყიდობა, მიწის ნაკვეთი, 6 000.00 ლარი. 12.07.2013 უვადო. 
დაბოლოს, ბაქრაძის მეუღლე ლევან წვერაიძეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიუღია შემოსავალი 3 600.00 ლარი. მაია ბაქრაძეს გადაუხდია შვილის ანანო წვერაიძის სწავლის გადასახადი 2 500 ლარი. მაია ბაქრაძეს ასევე გადაუხდია თამთა წვერაიძის სწავლის გადასახადი  3 000.00 ლარი. ლევან წვერაიძეს კი გადაუხდია სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯები 6 000.00 ლარი. 
მოკლედ, ბევრი ჩინოვნიკის დეკლარაცია მინახავს, მაგრამ აღა გეორქასავით ამდენი მიწის ნაკვეთი, თუ დამიჯერებთ, არ შემხვედრია. ამას ჰქვია, ცხოვრობს რა, ხალხი! ეს ქალი ოფიციალური მილიონერი ყოფილა. ისეთ შოკში ვარ, კომენტარსაც ვერ ვაკეთებ... დაგვაჯარიმებდა, აბა, რას იზამდა?! რა დროს სამართალია, როცა ცხოვრება გაქვს მოსაწყობი და "სესხი დასაფარი"... 

სანამ ქანთარიას ქუჩას მივხედავდე, ვურეკავ ერთ ძალიან ცნობილ ადვოკატს, რომელსაც, წესით, მაია ბაქრაძის სახელი გაგონილი უნდა ჰქონდეს. 
- (ეცინება) ეგ რომელი ბაქრაძეა, "ჩემთვის ადეიშვილს არასოდეს დაურეკავსო? მაგრამ სასამართლო პროკურატურის გავლენას განიცდიდაო"? მაგათ თუ იოტისოდენი სინდისი გააჩნიათ, ყველა უნდა დალაგდეს სიმაღლის მიხედვით და რიდით გაითვალონ და ისე უნდა წამოვიდნენ მაგ სასამართლოდან. 
- და ცოდვები? 
- ხოო, ხოო. უნდა მოინანიონ ცოდვები. ხმამაღლა უნდა აღიარონ თავისი დაძალებული განაჩენები! ის უსამართლო განაჩენები თქვან. 
- და ეს იქნება დიდი მონანიება? 
- (ეცინება) დიახ, ეგ იქნება მონანიება, თორემ რა ერქვა იმას, რომ თხრიდნენ საფლავიდან და არ აჩერებდნენ მიწაში? ისე მოუვათ, რაც მაგათ გაკეთებული აქვთ. უზენაესი უნდა ნახო! იქ საერთოდ პროცესებს არ ატარებენ, პრაქტიკულად, სააპელაციოც მასეა. წერენ, "ვცნობთ დაუშვებლადო" და უკან გიგდებენ საქმეს. ძალიან დიდი იშვიათობაა, რომელიმე საქმე განიხილონ, მაშინაც ზეპირი განხილვა ხდება! 
- რა კრიტერიუმით არიან ამ სასამართლოებში ეს ადამიანები შერჩეულნი? ეს ბაქრაძე, ურთმელიძე, ვინ არიან, რა უნდათ? 
- კოტე კუბლაშვილის სიმპათიის მიხედვით, ადრე ადეიშვილის სიმპათიით და ახლა კოტიკოს სიმპათიით. იმის გზის გამგრძელებელია ეგა ნამდვილად! ძველები არიან სააპელაციოშიც და უზენაესშიც! 
- და ამ მოსამართლეებს ხელს ვერავინ ადებს? 
- ათი წლით არიან არჩეულები და ვინ გაათავისუფლებს? მაგრამ ზოგს გასდის ვადა და იმათ კი მოიცილებენ, მაგრამ იუსტიციის საბჭოში ცხრა კაცი თავისი ჰყავთ და ოთხი სხვისი და ეგენი ნიშნავენ მოსამართლეებს, მაგრამ ამ ოხერ კუბლაშვილს თვითონ გასდის ვადა, მომავალ მარტში და დავისვენებთ! მერე გაიყრება ბევრი!
- ისე ამბობთ, რომ გამოდის, სანამ პავლე მოვიდოდეს, პეტრეს ტყავი გააძვრესო! ეს ბაქრაძეები, წიკლაურები და სოხაშვილ-ნიკოლაიშვილები ბოროტებას არ ეშვებიან და... 
- უხერხემლოები არიან ესენი, რომ მოვიდნენ, ეგრევე უნდა მოეშორებინათ კუბლაშვილი, რა, ლადო ჭანტურია ცუდი ბიჭი იყო? ვერ მოისროლა მიშიკომ? მასე უნდა ესროლათ ამათაც, მაგრამ ვინ გაისროლეს, როო? 

ქანთარიას ქუჩის ძახილი გაგარინის მოედნიდან რომ დავიწყე, ლვოვი და მგალობლიშვილის ქუჩების ექსკურსიით დავასრულე, ქანთარია კი სულაც გაგარინის მოედნის სხვა მხარეს ყოფილა. სახლი ვიპოვნე და იქვე მდგარ კაცსაც ველაპარაკე: 
- არ არის მაია სახლში, დილით დავინახე, დიდი ჩემოდნები ჩამოათრია და სადღაც წავიდა. დაცვის კაცი მიეხმარა. 
- საქართველოში არ არის? 
- არ ვიცი, სხვა სახელები ბევრი აქვს და ჩემოდნით რა წაიღო, არ ვიცი. 
- რატომ არ ექნება, რაა... 
- ხო, რა ვიცი. 
- დაცვის კაცი რომ მიიხმარა, ქმარმა ვერ გააცილა? 
- მე რა ვიცი, ქალბატონო? ქმარი კარგი ვაჟკაცი ჰყავს, მოქეიფე და მღერის (რატომ არ იმღერებს? - თ.ო.), სხვა არაფერი ვიცი. 
ვურეკავ ჩემს ნაცნობ მსახიობს: მეუბნება, რომ ამ მაია ბაქრაძის ქმარი, წვერაიძე ზალიკო ჩიქობავას "კამანდაში" იყო და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სტურუა რომ თეატრში დაბრუნდა და "რუსთაველიდან" ზალიკო რომ მოაძვრეს, ეგეც ზედ მიჰყვაო. 
- რა პოზიცია ეკავა წვერაიძეს? 
- რუსთაველის თეატრში ბუღალტერი იყო, კომერციული დირექტორი ახლებურად. ცუდი ტიპი არ არის, მაგას თავისი ღვინოები, თუ კონიაკები აქვს, მეღვინეა და შემოსავალიც კაი აქვს. 

მდაა... კაი შემოსავალი არ ჰქვია ამას, შესანიშნავი, ჩინებული, გადასარევი, "ზეერ გუთ"! ისე, რა ამის პასუხია და მაია ბაქრაძეს რომ დაგუგლავთ, ჯერ საბნების მრეცხავ მაია ბაქრაძეს გიგდებს და მხოლოდ მეორე ჯერზე გიჩვენებთ მოსამართლეს... 
დაბოლოს, შავი სათვალე პირველად თურმე ჩინეთში გამოიგონეს მოსამართლეებისთვის, რომ სასამართლოზე მათი რეაქცია თვალებს არ გაეცა. დღეს ჩვენს მოსამართლეებს თვალების გარდა, ყურებიც დაცული აქვთ და გონებაც, მაგრამ მერე რაა, უმუშევრობის შემთხვევაში საბნების მრეცხავებად მაინც გამოდგებიან, ეგაა, ცოტა სინდისის რეცხვა ჭირს... ეს ისე, სხვათა შორის... 


alia.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT