Express News

რა ხდება ტელეკომპანია იმედში?ბაია ცანავამ თანამდებობა დატოვა



ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძრვანელმა ბაია ცანავამ თანამდებობა დატოვა. არხის პროდიუსერის ჯონი კალანდაძის განცხადებით, ის თანამშრომლებს 23 ივნისს დაემშვიდობა.
„როგორც მან შეხვედრაზე განაცხადა, სამეთვალყურეო საბჭოში გადადის. ის იმყოფებოდა ლონდონში დამფუძნებლებთან. მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, ცნობილი ჩემთვისაც არის ის, რომ 1 ივლისიდან დაიწყება ახალი პროცესი და მოვა ახალი ხალხი“, - აღნიშნა ჯონი კალანდაძემ. თუმცა, მისთვის უცნობის ვინ ჩაანაცვლებს ბაია ცანავას. პროდიუსერი არ ადასტურებს ინფორმაციას არხის გენერალური დირექტორის, რევაზ საყევარიშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ. 
"იმედზე" დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ცნობა ჯერ კიდევ 15 ივნისს გავრცელდა, თუმცა მაშინ არხმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT