წყნეთში 24 წლის მამაკაცს 14 ტყვია ესროლეს
ურთიერთშელაპარაკებისას 24 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან 14 ტყვია ესროლეს. შემთხვევა გუშინ საღამოს წყნეთში მოხდა. დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსებმა დაჭრილს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალიბას. ექიმების განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.