Express News

აშშ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრი სააკაშვილის დაკითხვას ლეგიტიმურად მიიჩნევს



აშშ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრი მაიკლ ჩეჩირე მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება ლეგიტიმურია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ პროკურატურამ დაკითხვაზე დაბარების დრო არასწორად შეარჩია.

"სააკაშვილის გამოძახება ლეგიტიმურია, თუმცა ამისთვის დრო არ იყო კარგად შერჩეული. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშიც ეს იყო ნათქვამი... არსებობს ფოტოები ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. ასევე, არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამიტომ მე ლეგიტიმურად მიმაჩნია ყოფილმა პრეზიდენტმა სამართალდამცველთა კითხვებს პასუხები გასცეს. მან თანხმობა განაცხადა მხოლოდ იმაზე, რომ სკაიპით გაეცა კითხვებისთვის პასუხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილ პრეზიდენტს კითხვებზე პასუხი არ სურს", - აცხადებს აშშ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრი მაიკლ ჩეჩირე.

ინტერვიუ "ამერიკის ხმამ" ტელეკომპანია "იმედისთვის" ჩაწერა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT