მივმართავ თეა წულუკიანს, სამსახურში ისეთი კადრები მიიღეთ, რომლებსაც ხალხის მოსმენა შეუძლიათ
„თავისუფალი საქართველო“ ქუთაისში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებული უხელფასოდ დარჩენილი მუშების პრობლემას კიდევ ერთხელ ეხმიანება და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს სამსახურში გულისხმიერი კადრების აყვანისაკენ მოუწოდებს.
უხელფასოდ დარჩენილ მუშებთან ერთად პარტიის იმერეთის წარმოამდგენლობამ ქუთაისის იუსტიციის სახლთან აქცია გამართა. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის გოგი წულაიას განცხადებით, აღმასრულებელი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს, რომლითაც დამსაქმებელ კომპანიას შპს „ქეთურინას“ მუშებისათვის 7 000 ლარამდე დავალიანების ანაზღაურება ევალება.
„მივმართავ თეა წულუკიანს, რომელსაც ექვემდებარებიან აღმასრულებლები, დაიწყეთ სამართლიანობის აღდგენა. თანამდებობები წარმავალია და სამსახურში ისეთი კადრები მიიღეთ, რომლებსაც ხალხის მოსმენა შეუძლიათ,“ - აცხადებს წულაია.
ქუთაისში, ქალაქის სვადასხვა ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია გასულ წელს მიმდინარეობდა
http://topnews.com.ge