Express News

"ნაციონალური მოძრაობა" ქმნის ზონდერ ჯგუფებს , რომელსაც გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს“

"ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთელი საქართველოს მასშტაბით ზონდერ ჯგუფებს ქმნის, რომელსაც გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს. განცხადება ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნიკა მემანიშვილმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს დესტაბილიზაციის გამოწვევას მთელს საქართველოში. რეგიონებში ზონდერ ჯგუფებს ქმნის, საუბარია რამდენიმე ათას ადამიანზე. ქალაქებში, რაიონებში ასეთ ჯგუფებს უხელმძღვანელებს სამი პიროვნება, რომელიც იქნება პასუხისმგებელი რეგიონების ხელმძღვანელებთან და ამ სქემას სათავეში უდგას ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე", - აცხადებენ არასამთავერობოები და სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

http://primetimenews.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT