„ეგვიპტიდან 25 ახალგაზრდა აქლემი უნდა ჩამოვიყვანოთ, რომ „ნაციონალებს“ სათითაოდ აფურთხონ“
აღნიშნულის შესახებ უფლებათა დამცველი, ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
„ახლა ჩვენი ორგანიზაცია შეტევაზე გადადის. ნინო პეტრიაშვილი ვებერტის ფონდის დაფინასებით მიდის მივლინებაში ეგვიპტეში, საიდანაც 25 ახალგაზრდა აქლემი უნდა ჩამოიყვანოს - რათა ამ აქლემებმა ნაციონალისტურ-ლიბერალური ისტაბლიშმენტის ყველა წევრს სათითაოდ აფურთხონ. მათი გაწვრთნის ხარჯებს იღებს კომერად ვადენჰაუერის ფონდი. მომავალ კვირაში კი სარჩელს ვამზადებთ ნაციონალურ მოძრაობაზე, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე და ადამიანის სულიერების ხელყოფაზე. ეს იქნება სამოქალაქო სარჩელი და ბევრი მილიონი ლარის ღირებულებით. პროცესის მოგების შემთხვევაში მთელი მოგებული თანხით განხორციელდება სოციალური პროგრამები და შშმ პირთათვის ინფრასტურქტურული პროექტების დაფინანსება. მომავალ კვირაში ძალიან საინტერესო მოვლენები იქნება. მასალები გვაქვს ძალიან ბევრი,“- წერს კაკაბაძე