საინფორმაციო სააგენტო “Frontnews”-ს ყოფილი თანამშრომლები სოფო გაბელია და გიორგი ვარდიაშვილი ამავე სააგენტოს ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რაულ ქირიას თაღლითობაში ადანაშაულებენ, როგორც სოფო გაბელიამ CTV.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
საინფორმაციო სააგენტო ფრონტ ნიუსში ჩემმა მეუღლემ, გიორგი ვარდიაშვილმა მუშაობა 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და საიტის ნიუსების რუსულ ვერსიას აკეთებდა. სააგენტოს დირექტორი ნინო ლომიაშვილი გახლავთ, თუმცა მის მოვალეობებს მისი მეუღლე რაულ ქირია ასრულებს (პერსონალის აყვანა, ხელფასების გაცემა და ა.შ). მუშაობაში გიორგის მეც ვეხმარებოდი – ხელმძღვანელობა საქმის კურსში იყო. მოვალეობების შესრულება როგორც ოფისიდან ასევე სახლიდანაც შეგვეძლო. ხელფასის გაცემა მუდმივად გვიანდებოდა იმ დროს, როდესაც მუშაობის გრაფიკი ძალიან დაძაბული იყო. ყოფილა შემთხვევები როდესაც მას ღამის ორ ან ოთხ საათზე დაურეკავს – ტექსტი გააკეთეო. მიუხედავად ამისა – ხელფასის მოცემას ვეხვეწებოდით. არასათანადო მოპყრობის შემდეგ – მუშაობა შევანელეთ, რის გამოც ჩემი მეუღლე სამსახურიდან დაითხოვეს.
მუშაობას აზრი არ ჰქონდა, ფულს არ იხდიდნენ. ქირია დაგვპირდა რომ ორი თვის ხელფასს რომელიც არ მოუცია ერთ კვირაში მოგვცემდა. მას შემდეგ ნახევარი წელი გავიდა. თავიდან არ ვაწუხებდით, არ გვეგონა, რომ ნამუსი ამ დონემდე დაკარგული ექნებოდა. თურმე ჩვენი შრომის ანაზღაურებას არც კი აპირებდა. მერე რეკვა დავუწყეთ, ალბათ რთული დასაჯერებელია, მაგრამ ისეთ რაღაცეებს იგონებდა და ისე იტყუებოდა, რომ ექვსი თვე კიდევ გვალოდინა. ახლაც ველოდებით… ბოდიშის ნაცვლად აქეთ მეჩხუბებოდა, დამაცადე არ გრცხვენია ფული ჯერ არ მაქვსო. მისმა ტონმა და ამდენმა ტყუილმა ჩემში აგრესია გამოიწვია, რის შემდეგაც ფულის თხოვნა უკვე არ მერიდებოდა. (ამ პერიოდში უცხოეში არაერთთელ ჩასულა, დაბადების დღეც საკმაოდ კარგ რესტორანში გადაიხადა – ფულის უკმარისობა არაფერში ეტყობოდა). შემდეგ აღარც სატელეფონო ზარებს პასუხობდა მის მდივანს ვურეკავდი მასაც ატყუებდა უთხარი ერთ კვირაში მივცემო. ბოლოს გადავწყვიტეთ სასამართლოსთვის მიგვემართა. ჩემი მეუღლე უკონტრაქტოდ მუშაობდა სასამართლოსთვის არანაირი მტკიცებულება არ გაგვაჩნდა. ვთხოვე, უბრალოდ დაეწერა, რომ გიორგი მართლაც მუშაობდა მასთან, რაც არ გააკეთა. არანაირი ოფიციალური საბუთი არ მოგვცა რომელიც დაადასტურებდა ჩემი მეუღლის იქ მუშაობას. და რატომ… უბრალოდ საშემოსავლოს არ იხდიდა, ისევე როგორც ნახევარზე მეტ თანამშრომელზე იმ პერიოდში. (სხვათა შორის სააგენტოში ბევრი არ მიმალავდა, რომ ქირიას მისი საკმაოდ დიდი ვალი აქვს). ეს მოგეხსენებთ კანონის დარღვევაა.
მივმართე პოლიციას, რადგან დაკითხვაზე გამოეძახათ რამე საბუთი მაინც რომ მომეპოვებინა სასამართლოსთვის. არც ორგანიზაციის დირექტორი, არც მისი მოვალეობების შემსრულებელი, არც იურისტი, პოლიციაში არ გამოცხადდნენ. პოლიცია ამ საქმით ახლაც დაკავებულია. როდესაც მიხვდნენ, რომ შავი ბუღალტერია საკმაოდ დიდ პრობლემებს შეუქმნით – დაგვირეკეს მოდით ფული წაიღეთო. მივედი, ჩემს თვალ წინ შეადგინეს ხელშეკრულება, იურისტმა მითხრა, ეს კონტრაქტი არისო – დღევანდელი რიცხვითო, ხელი მოაწერე და ხელფას მოგცემთო. (ხელის მოწერის და თანხის აღების უფლება მაქვს, რადგან მინდობილობით მივედი). რა თქმა უნდა კონტრაქტის წაკითხვა დავაპირე, რაც „ფრონტ ნიუსი“-ს იურისტს ვინმე ლევანს საკმაოდ არ მოეწონა. კონტრაქტში ეწერა, რომ გიორგი ვარდიაშვილი იწყებს მუშაობას ამა და ამ დღეს, რიცხვი არ მახსოვს და სამსახურის დაწყებიდან 10 დღეში ნამუშევარის ფული გადაეცემა. მე რა თქმა უნდა ხელი არ მოვაწერე, გავოცდი, როცა ასეთი დაბალი დონე შევნიშნე, ასეთი არაადამიანობა, ასეთი ტყუილის მცდელობა. ფული ისევ არ მომცეს – ისევ მომატყუეს… არც მერე მოუციათ…მათ უნდოდათ, რომ ამ ხელშეკრულებით პოლიციაში მისულიყვნენ დაკითხვაზე და ეთქვათ ხელშეკრულება ეხლა დავდეთ, მუშაობას ჯერ არ შეუდგა, იქნებ სულ არ მოგვეწონოს და დავითხოვოთ რა ხელფასს ითხოვს რა უნდაო!!! მე არ მესმის ამას რატომ აკეთებენ. უბრალოდ ქირია ასეთი ადამიანია ტყუილით ცხოვრობს, ხალხის მოტყუება მისთვის ადრენალინია, შავი სულის ადამიანი. მატყუარა და გაიძვერა. მოგეხსენებათ, უკვე ერთხელ ნასამართლევია ქრთამის აღების გამო.
პრინციპის საკითხია გული მტკივა რატომ უნდა ხდებოდეს დღეს, მითუმეტეს ასეთ სფეროში შრომის ექსპლუატაცია, ხალხს ხომ უჭირს, მათ შრომა უნდა უფასდებოდეს. ის კი ამუშავებს, მერე აბოლებს და აგდებს.
ინტერვიუს შემდეგ ჩვენ ბრალდების ადრესატს, რაულ ქირიას დავუკავშირდით, ის ადასტურებს რომ გიორგი ვარდიაშვილი ნამდვილად იყო მისი თანამშრომელი და კუთვნილ ხელფასს კონტრაქტზე ხელის მოწერისთანავე მიიღებს, რაც შეეხება სოფო გაბელიას, რაულ ქირიას შეფასებით ის „ორლარიანი ბაზარნიკია“, რასაც სოფო გაბელია ასე პასუხობს:
„ რა თქმა უნდა მისგან სხვას არც ველოდებოდი, მზად ვარ იმისთვის რომ ბევრ რამეს მოიგონებს,ბევრ ტყუილს იტყვის, შეეცდება სიტუაციიდან გამოსვლას ამაყად, მაგრამ ადამიანს სახეზე ეტყობა ვინ არის და რა დონე, მან „ორლარიანი ბაზარნიკი“ მიწოდა, სასაცილოა, მაშინ როცა მზად არის ხუთი ლარის გამო ყველაფერი გააკეთოს.
ქირია, რაც არ უნდა თქვა და მოიტყუო ბევრი გიცნობს და იცის ვინ ხარ, არ დაგიჯერებენ, დამშვიდდი და იფიქრე იმაზე, როგორ გახდე ადამიანი, CTV.GE-ს კი მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან უანგაროდ და ოპერატიულად გამომიწოდეს დახმარების ხელი“
PS. რაულ ქირიამ ჩვენთან სატელეფონო კომენტარში განაცხადა, რომ სოფო გაბელიამ ამ ინტერვიუში ფული გადაგვიხადა, თუმცა საინფორმაციო სააგენტო „CTV.GE” კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს, რაც შეეხება რაულ ქირიას შენიშვნას სტატიის გამოქვეყნების დროს მისი კომენტარის არჩაწერის გამო ვაცხადებთ, რომ ეს დაკავშირებული იყო ტექნიკურ მხარესთან, რის გამოც დროულად ვერ მოხერხდა მისი საპასუხო კომენტარის დადება, ამიტომ საინფორმაციო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სტატიის პირვანდელი ვერსია, სადაც მხოლოდ ერთი მხარე ფიგურირებდა ამოეღო ვებ გვერდიდან და ორივე მხარის პოზიციების შემდეგ განეთავსებინა.