საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას პიჯაკები გაუგზავნა.
აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, საუბარია მიხეილ სააკაშვილის იმ ტანსაცმელზე , რომელიც სახელმწიფო ხარჯებით არის ნაყიდი.
როგორც ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია აღბეჭდილი, მთავრობის ადმინისტრაციას სააკაშვილის გარდერობის ნაწილი კურიერის მეშვეობით გაუგზავნეს.
შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ექს–პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 3 ბრალდება წარუდგინა, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება. პროკურატურამ იგი შიდა ძებნაში გამოაცხადა.