Express News

ნუკრი ლოლაძე-კანცელარია არ არის სააკაშვილის ძონძების მაღაზიაა

სააკაშვილის პიჯაკების მიტანის შემდეგ, კანცელარიასთან პატრულის გამოძახება გახდა საჭირო

მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პიჯაკების მიტანას ხმაური მოჰყვა. 

ექსპრეზიდენტის ტანსაცმელი მთავრობის ადმინისტრაციამ არ ჩაიბარა, ამის მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ ადმინისტრაცია მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციებს იბარებს და არა ტანსაცმელს. 

მოგვიანებით, იმ ადამიანებს, რომლებმაც პიჯაკები კანცელარიაში მიიტანეს, დაცვის თანამშრომლებმა ნივთების უკან წაღება ურჩიეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 

ადგილზე საპატრულო პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ლანა ღვინჯილიამ გამოიძახა.

საპატრულო პოლიცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მუშაობას ამ წუთებშიც განაგრძობს.

როგორც ღვინჯილია აცხადებს, თავდაპირველად, შენობიდან გასვლის საშუალებას დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ლოლაძე არ აძლევდა, რომელიც მოგვიანებით, სხვა თანამშრომლებთან ერთად გაედევნა და პიჯაკები მანქანაში ჩაუყარა. 

დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ლოლაძის განცხადებით კანცელარია არ არის სააკაშვილის ძონძების მაღაზიაა ადმინისტრაცია მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციებს იბარებს და არა ძონძებს. 


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT