Express News

მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადებაზე პროკურატურამ ინტერპოლს ოფიციალურად მიმართა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ განცხადება საგამოძიებო უწყების სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ჩილინგარაშვილმა გააკეთა. ახლა ინტერპოლმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გამოაცხადებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ძებნას. ინტერპოლის დებულების შესაბამისად, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება პირზე ძებნა არ გამოაცხადოს, არის მუხლი: ბრალდებულსა და მსჯავრდებულზე საერთაშორისო ძებნა არ გამოცხადდება, თუ ისინი დაკავებული არიან პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური და რასობრივი დანაშაულისთვის.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT