Express News

პროკურატურა სააკაშვილთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

მთავარი პროკურატურა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საბერძნეთის კუნძულ სამოსზე დაყოვნებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და ადასტურებს, რომ ექს-პრეზიდენტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. 

“1 სექტემბეტრს საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოვიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის ტერიტორიაზე ცდილობდა შესვლას, აყვანილ იქნა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. აღნიშნულის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ ბერძნული მხარისთვის ცნობილი გახდა საქართველოს შუამდგომლობა ინტერპოლის სამმართველოსადმი, რომლის საფუძველზეც ქართული მხარე მის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვდა. ბერძნულმა მხარემ ქართულს ამ ინფორმაციის დაუყონებლივ დადასტურება მოსთხოვა. ჩვენს მიერ უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი დასტურის გაგზავნა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფორმალურად არ იყო „წითელი ცირკულარი“ გამოცემული, ბერძენი სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ, რამდენიმე საათში გაეთავისუფლებიათ პოლიციის განყოფილებიდან“,- განაცხადა მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა.

მისივე თქმით, ინტერპოლის ბიუროში ყველა  შესაბამისი დოკუმენტი გადაგზავნილია.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT