"საქართველოში ასევე იგეგმება ის ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული შესაძებლობები, როემლიც ნატოს-ს შეიარაღებული ძალების შემოსვლისთვის და განლაგებისთვის იქნება გამოყენებადი"
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ბაზების შექმნა კიდევ ერთი ნაბიჯია, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა:
„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საგარეო პოლიტიკური უწყება ძალიან აქტიურად მუშაობდა ნატოს სამხედრო დანაყოფებთან და მისიებთან, რომ რეალურად შეგვექმნა ისეთი ნატო-საქართველოს პაკეტი და შემოთავაზება, რომელიც გააძილიერებდა თავდაცვისუნარიანობას და რეალურად იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, ორივე მისია ამ ეტაპზე შესრულებულია. ვიცი მორიგი მოლაპარაკებები ბრიუსელში, საქართველოს ნატო-სკენ კიდევ უფრო გაეღება კარი, ექნება შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს ის ბერკეტები რაც წევრ ქვეყნებს აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში შეიქმნება ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, ეს საქართველოს შესძენს უფრო დიდ გეოპოლიტიკურ და სამხედრო მნიშვნელობას.
საქართველოში ასევე იგეგმება ის ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული შესაძებლობები, როემლიც ნატოს-ს შეიარაღებული ძალების შემოსვლისთვის და განლაგებისთვის იქნება გამოყენებადი. ჩვენი გმირი ბიჭების მრავალწლიანი მუშაობა და თავგანწირვა დაფასდა. ეს იქნება მთელი საზოგადოების გამარჯვება, რომ საქართველო ნაბიჯს გადადგამს ალიანსში გაწევრიანებისკენ.
სწორედ ის შეთავაზება, რომელიც საქართველოს მხარემ, მათ შორის მეც გავაკეთე ნატო-ს სხვადასხვა ღონიზძიებებზე, ასევე სერიოზულად იქნა აღქმული და კონკრეტული ჩანაწერები და დეკლარაციები იქნება იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დაუჭიროს მხარი, კოლექტიურად როგორც ორგანიზაციამ, ასევე წევრმა ქვეყნებმა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, მათ შორის თავდაცვითი სისტემების შექმნაში, ის რაც ხდება ნატოსა და საქართველოს შორის და რაც იგეგმება ამ სამიტის შემდეგ, მხოლოდ გააძლიერებს კავკასიის რეგიონს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.