ვრცელდება დოკუმენტი, რომლის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და მისმა მეუღლემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურეს, რომელზეც 261,757.83 გირვანქა სტერლინგი (754,700.17 ლარი) ჰქონდათ.
ბაქრაძის მისამართით გაგზავნილ HSBC-ს დოკუმენტზე აღნიშნულია 3-წლიანი ფიქსირებული ანგარიშის ნომერი - 40228434012380. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ინსტრუქციის საფუძველზე, ზემოთ აღნიშნული ანგარიშის დახურვის გადაწყვეტილებაა მიღებული.
2013 წლის დეკლარაციაში დავით ბაქრაძეს “თიბისი ბანკში” სახელფასო ანგარიშზე 52.00 ლარი, ასევე, ამავე ბანკში ანაბარზე აქვს 51760.00 აშშ დოლარი. ამასთან, “საქართველოს ბანკში”, საკრედიტო ანგარიშზე აქვს 784.00 (დებეტი). მის მეუღლის მაკა მეტრეველის მიმდინარე ანგარიშზე თიბისი ბანკში მითითებულია 32.00 აშშ დოლარი, ასევე, “პროკრედიტ ბანკში” სახელფასო ანგარიშზე 30.00 ლარი და “ლიბერთი ბანკში საკრედიტო ანგარიშზე 3.00 ლარი.
გრაფაში, “თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს”, დავით ბაქრაძეს მითითებული აქვს 15000.00 ლარი და 10000.00 აშშ დოლარი. ბაქრაძის მშობლებს – შუქრი და ლილი ბაქრაძეებს “სახალხო ბანკში” საპენსიო ანგარიშზე აქვთ 30.00 ლარი და 20.00 ლარი. შვილებს – ეკატერინე და ნინო ბაქრაძეებს კი “თიბისი ბანკის” ანაბარზე 13500.00 – 13500.00 ლარი.
გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პარლამენტის წევრის თანამდებობაზე ბაქრაძემ 84465.00 ლარი მიიღო, მაკა მეტრეველმა კი “ჩაჩავას კლინიკაში” მარკეტინგის დარგში დირექტორის თანაშემის თანამდებობაზე 7450.00 ლარი, შპს “სინათლის ქალაქში” სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის კი 12500.00 ლარი მიიღო.