ალისტრახო, ამ კრებითი სახელის უკან ის ე.წ ჟურნალისტები დგანან, ვინც 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” უშუალო დავალებით, ტელეკომპანია მეცხრე არხის და ინფო 9-ს თანამშრომლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ, დასცინოდნენ და მათ დისკრედიტაციას ეწეოდნენ.
ერთ-ერთი მათგანია “ჟურნალისტი” მალხაზ ბასილაია, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დამარცხების შემდეგ კარგად მოერგო ახალ ხელისუფლებას და ერთდორულად ორ საჯარო სამსახურშიც მოეწყო მაშინ, როდესაც მის მიერ დამცირებული ჟურნალისტები დღეს უმუშევრები არიან.
დადასტურებული ინფორმაციით მალხაზ ბასილაია ენგურჰესის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პიარზე ზრუნავს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლის, ოთარ გოგოხიას განცხადებით მალხაზ ბასილაია გამოსწორდა და სახელმწიფოებრივად აზროვნებს.