Express News

IDFI: GNCC-ს წევრის, აკაკი სიხარულიძის შემოსავალი 2013 წელს 311 744 ლარი იყო



ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ერთ–ერთმა წევრმა, აკაკი სიხარულიძემ, შემოსავლის სახით(დანამატი, სარგო, პრემია) 2013 წელს 311 744 ლარი მიიღო.
IDFI–ს კვლევის თანახმად, მარეგულირებელ კომისიასა და სხვადასხვა სსიპ–ებში გაცემული შემოსავლების ოდენობით აკაკი სიხარულიძე პირველ ადგილს იკავებს. მეორე და მესამე ადგილებზე ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები, ირაკლი მოსეშვილი(309 886 ლარი) და სოფიო ბრიტანჩუკი (309 876ლარი) არიან. რაც შეეხება მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, კარლო კვიტაიშვილს, მან10 თვის განმავლობაში 258 790 ლარი მიიღო.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრები- აკაკი სიხარულიძე, ირაკლი მოსეშვილი და სოფიო ბრიტანჩუკი არიან პირველ ადგილებზე პრემიების რაოდენობის მიხედვითაც,  პრემიის სახით თითოეულ მათგანს 2013 წელს 120 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული. რაც შეეხება კარლო კვიტაიშვილს, მან 10 თვეში 95 693 ლარი მიიღო.

რაც შეეხება ერთი თვის მანძილზე მიღებულ პრემიებს, პირველ ადგილზე აქ GNCC–ს თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილია, მან 2013 წლის ოქტომბერში პრემიის სახით 29 955 ლარი მიიღო. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT