საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხამრებელთა დადებითი კომენატრები დიდი ალბათობით ერთი ადმაინის, ან ჯგუფის მიერაა მართული. ამის შესახებ წერია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში, რომელიც 29 მაისს გამოქვეყნდა.
მონიტორინგი ჭიკაიძის ფეისბუქ-გვერდზე მიმდინარე წლის 16-22 მაისს პერიოდში ჩატარდა. ამ პერიოდში ყურადღება რამდენმე ფაქტორზე მახვილდებოდა - დაწერილი კომენტარების ავტორებისა და მათი პროფილის შექმნის თარიღებზე, ფოტოებისა და პოსტების გაზიარების სიხშირეზე, მეგობართა რაოდენობასა და შემადგენლობაზე, კომენტარების შინაარსზე და ყველაზე აქტიური მომხმარებლების მიერ მოწონებული პოლიტიკური დატვირთვით შექმნილი Facebook გვერდებზე. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ დადებითი კომენტარების დამწერთა უმეტესობა Facebook-ს პირადი ინტერესებისთვის არ იყენებს და მხოლოდ კონკრეტული მიზნებისთვის აქვს შექმნილი.
ორგანიზაცია ეჭვობს, რომ არაპოზიტიური კომენტარები ჭიკაიძის სოციალური ქსელიდან იშლება (სხვა მომხმარებლებისთვის იხურება). ამის დასტურად IDFI-მ მონიტორინგისთვის შექმნილი ანგარიშიდან მინისტრს ჰკითხა, რატომ იშლებოდა არაპოზიტიური კომენტარები. ორგანიზაციის განმარტებით, შინაგან საქმეთა მინისტრის სოციალური ქსელზე ეს კომენტარი სხვა მომხმარებლებისთვის დაიმალა. მათი ვარაუდით, უწყება დამალვის ფუნქციას იყენებს და არასასურველი შინაარსის მოსაზრებები სხვა მომხმარებლებსითვის მალავს.
შსს-ს პრესამსახური ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამოქვეყნებულ კვლევაზე კომენტარს არ აკეთებს.
IDFI-მ შეისწავლა დადებითი კომენტარების ავტორთა მეგობრები და აღმოაჩინა, რომ „გიორგი დვალიშვილის“ სახელზე შექმნილ ანგარიშს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის, ვახუშტი მენაბდის სურათი აქვს გამოყნებული.
IDFI-ს განმარტებით, მსგავსი ფაქტები დააფიქისრეს 2013 წლის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე. მაშინ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, რომელსაც ახლა პრემიერმინისტრის თანამდებობა უკავია.