Express News

ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებისთვის სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

ღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შეტანის ყველა მცხდელობა მკაცრად უნდა აღიკვეთოს“,–ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სახელით გავრცელებული წერილის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, უგულავას წერილში ჩანს, რომ მისი შინაარსი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს – „პროვოკაციებს“ ემთხვევა.
“რასაც თავის წერილებში გიგი უგულავა წერს, მიუხედავად იმისა, ავთენტურია ის თუ არა, ფაქტი ერთია, მისი შინაარსი ემთხვევა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებს, პროვოკაციებს, ცრუ ინფორმაციების გავრცელებას, ქაოსის შექმნის მცდელობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოავლინოს, თუ ვინ არის ის 500 კაციანი დაჯგუფება, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისგან დავალებული აქვთ, შექმნან აპოკალიფსური სურათი ქვეყანაში, დაძაბონ სიტუაცია და ყოველივე ეს საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენონ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალადობრივად ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა.
ამ ქვეყანაში კრიმინალი ხელისუფლების სახით არასდროს დაბრუნდება. სწორია, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შეტანის ყველა მცხდელობა მკაცრად უნდა აღიკვეთოს”,–განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT