გასულ კვირას პარლამენტარ როლანდახალაიას წინააღმდეგ პროკურატურამსისხლის სამართლის საქმე აღძრა დაპარლამენტს მიმართა, ზუგდიდისმაჟორიტარს იმუნიტეტი მოუხსენით,შესაბამისი ღონისძიებების გატარება რომშევძლოთო. როგორც მოსალოდნელი იყო,ახალაიამ ერთი ამბავი ატეხა, _ ეს ჩემსადა ჩემს ოჯახზე მორიგი ზეწოლაა,არაფერი დაგვიშავებია და სამშობლოსსიყვარულისთვის ვისჯებითო. ისიც თქვა,ერთი ზუგდიდელი მაინც მანახეთ, ჩემზეცუდს რომ იტყვის, და ხმას არ ამოვიღებო. ჰოდა, აგერ, ბატონო როლანდ,ზუგდიდელი გადებთ ხელს და მკვლელობაში გადანაშაულებთ. გვესაუბრებაბიზნესმენ თემურ ყორშიას ქვრივი, ქალბატონი ლალი ჯინჭარაძე.
_ გაოგნებული ვარ. ეს ნაძირალა ბედავს და ამბობს, ერთი ზუგდიდელი მანახეთ, რომელიც ჩემზე ცუდს იტყვისო. თუ ასე ფიქრობს როლანდ ახალაია, გავიდეს ზუგდიდის ქუჩებშიდაცვის გარეშე და ნახავს, სახლამდე თუ მივა. მაგ ნაძირალამ ქმარი მომიკლა დაახლა ამბობს, რომ არაფერს აშავებდა?!
სარჩელიც მაქვს პროკურატურაში შეტანილი და დავამტკიცებ, რომ ჩემი ქმარი მაგ ნაძირალას მოკლულია.
_ იქნებ დეტალებზე გვესაუბროთ?
_ ჩემი მეუღლე თემურ ყორშია 1993 წლიდან იყო ჩართული ბიზნესში და სამეგრელოს რეგიონში «ბორჯომისა» და «კოკა-კოლის» ექსკლუზიურ დისტრიბუციას აწარმოებდა. ნელ-ნელა დაიწყო და მსხვილი ბიზნესმენი გახდა. შევარდნაძის ხელისუფლება რომ შეიცვალა და «ნაცმოძრაობა» მოვიდა სათავეში, თემურს ბავშვივით უხაროდა, საკუთარი ინიციატივით რაიონში ხან განათება გააკეთა, ხან კორპუსები შეღება და გაალამაზა. უხაროდა, თავის კუთხეს რომ უვლიდა. მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა იმ სავაჭრო ცენტრის გამო, რომელიც ახლაც დგას ზუგდიდში და ყველაზე დიდია. ეს ცალკე ისტორიაა და სხვა დროს გიამბობთ. ახლა საქმე როლანდ ახალაიასთან მაქვს, ნაძირალაკაცთან, რომელიც ამბობს, თურმე ზუგდიდში არავინ არის მისით უკმაყოფილო.არადა, სწორედ მან გასცა ჩემი ქმრის ლიკვიდაციის ბრძანება...
2008 წლის 21 აგვისტოს ჩვენს ყველა ობიექტში საგადასახადო შევიდა. თვის ბოლოს კი ყველა დახურეს. თემურს შემოუთვალეს, ჩათვალე, მკვდარი ხარო და მანაცსაქართველოდან წასვლა გადაწყვიტა. ჟურნალისტ ემა გოგოხიაზე ხომ გსმენიათ?თემური წასვლამდე მას დაუკავშირდა, განცხადების გაკეთება მინდაო. გოგოხიამმაშინვე გერმანიაში მყოფ დათა ახალაიას დაურეკა, თემურ ყორშია სკანდალურიგანცხადების გაკეთებას აპირებსო. ახალაიამ მისი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა,მაგრამ გავიგეთ და თემურმა საზღვრის გადაკვეთა მოასწრო.
_ ქალბატონო ლალი, ალბათ, ხვდებით, რომ სერიოზულ ბრალდებას უყენებთპარლამენტის წევრს...
_ ახალაიამ ვერ გათვალა ის, რომ ჩემი მეუღლე ჩანაწერებს აკეთებდა. რამდენიმე დისკი არსებობს, რომლებზეც თემური დეტალურად ყვება, რა და როგორ ხდებოდა. როცა მიხვდა, რომ შეიძლებოდა მოეკლათ, ჩანაწერების გაკეთება დაიწყო. ჩემი ქმარი როლანდახალაიამ მოკლა! პირდაპირ ვადებ ხელს როლანდ ახალაიას. ამას აუცილებლადდავამტკიცებ!
_ თქვენი მეუღლე საიდან იცნობდა ახალაიას?
_ ზუგდიდი დიდი არ არის და ყველა ყველას იცნობს. თანაც თემური წარმატებული ბიზნესმენი იყო, ახალაია _ პროკურორი და... ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პირველი, რაც როლანდმა ჩემს მეუღლეს სთხოვა, იყო ის, რომ მისი დისშვილი, ბესო ცხადაია, სამსახურში ბუღალტრის ადგილას სტაჟიორად მიეღო. 2004 წელი იყო. სამწუხაროდ, თემური დათანხმდა და... ერთი წლის შემდეგ, ცხადაია, ბესო ჩვენი ფირმის მთავარი ბუღალტერი გახდა. რა თქმა უნდა, ესეც ახალაიას კატეგორიული მოთხოვნით.
_ ეს ვერ გახდებოდა დაპირისპირების მიზეზი...
_ 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როლანდ ახალაიამ საბოლოოდ გადაწყვიტა ჩვენი დასამარება და მოახერხა კიდეც. უკვე ვხვდებოდით, რომ ახალაიასთვის ჩვენი ოჯახი არასასურველი მოწმე იყო. ზუგდიდში პოლიციის შენობა იყიდებოდა ეზოთი. ახალაიამ ისევ დაიბარა თემური და აუქციონში მონაწილეობა აიძულა, აქაოდა, მე ვერ გამოვჩნდები, შენ იყიდე, კონკურენტი არ გეყოლება, მერე კი ჩემზე გადმოვაფორმოთ და, როცა არჩევნები მორჩება, ფულიც მექნება და დაგიბრუნებო. თემურმა უარი უთხრა, თანხა არ მაქვსო, მაგრამ ახალაიამ აიძულა და ჩვენი ყველა ობიექტი ბანკში ჩაადებინა. ბანკშიჩაიდო დათა ახალაიას მძღოლის სახლიც. აუქციონის დღეს გაირკვა, რომ ამმიწაზე პრეტენზიას ვანო მერაბიშვილიც აცხადებდა და მას აუქციონზე «პსპ»წარმოადგენდა. გადაირია თემური, ახალაიას დაურეკა, მაგრამ მას ტელეფონიგათიშული ჰქონდა. თავის მხრივ, «პსპ»-ს წარმომადგენელმაც დაურეკა ვანოს დამიიღო მითითება, ბოლომდე იბრძოლეო. საბოლოოდ, მიწა, რომელიც 250 ათასადიყო შეფასებული და, ახალაიას მტკიცებით, ამ ფასად უნდა ეყიდა თემურს, 475ათასად შეიძინა.
_ რისთვის უნდოდა ეს ობიექტი ახალაიას?
_ არ ვიცი. როცა არჩევნები მორჩა, მიშას კარზე მერაბიშვილი დაწინაურდა. დაიბარა როლანდმა თემური და გამოუცხადა _ ეგ მიწა აღარ მჭირდება, შენი იყოს, სანაცვლოდ კი სუპერმარკეტი «ბორჯომი», რესტორანი ზუგდიდსა და თბილისში, წერეთლის პროსპექტზე ოროთახიანი ბინა მინდაო. რა გამოვიდა ხვდებით?! თემურს მისივე კრედიტით ნაყიდი მიწა «აჩუქა» და სანაცვლოდ ამდენი რამ მოითხოვა. ზემოჩამოთვლილი ყველა ობიექტი თემურმა ახალაიას დისშვილ ბესო ცხადაიას სახელზე გადააფორმა, წერეთლის პროსპექტზე კი ბინა 60 ათასად უყიდა.
_ რატომ არაფერს ამბობდა და, თუ ვერ ამბობდა, ამ სიტუაციას რატომ არგაერიდა?
_ ვერ გაერიდა, უთვალთვალებდნენ. ერთხელ ისიც კი მითხრა, ციხეში ჩავჯდები, მაგრამ დამპირდნენ, თუ დაგიჭირეთ, ციხიდან ცოცხალი ვერ გამოხვალ, ჩამოგკიდებთო. თემურიაშკარად გრძნობდა, რომ მოკვლას უპირებდნენ. სწორედ ამის გამო ისწერილებსაც წერდა და ვიდეოსაც იღებდა, სადაც დეტალურად ყვებოდაყველაფერს.
_ სად არის ახლა ეს ვიდეოფირები?
_ რამდენიმე ასლი არსებობს. სახლშიც გვაქვს და პროკურატურაში რომ სარჩელი შევიტანეთ, იქაც არის საქმეში.
_ მერე რა მოხდა?
_ 2008 წლის 23 ნოემბერს თემურმა პატრიარქთან იმსახურა სტიქაროსნად. ეკლესიიდან გამოსულს უთხრეს, შენი ლიკვიდაციის ბრძანება არის გაცემულიო და გაიქცა. მას თვალი ჰქონდა საოპერაციო, გაიკეთა ოპერაცია მოსკოვში, შემდეგ კი პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. მისცეს დროებითი თავშესაფარი, მეორედაც მიიღო, ოღონდ ისევ დროებითი. მერე კი, მესამედ რომ მივიდა საბუთის ასაღებად, ანუ 2011 წლის 27 იანვარს, დააკავეს.
_ თუ არ იძებნებოდა, რატომ დააკავეს?
_ სამეგრელოს სამხარეო პოლიციის ტელეფონოგრამის საფუძველზე. მათ რუსებს აუწყეს, რომ ჩემი ქმარი საშიში დამნაშავე იყო. რუსებმა საბუთების გადაცემა მოითხოვეს ექსტრადაციის პროცედურის დასაწყებად. ქართულმა მხარემ საბუთების შესაგროვებლად ორი თვე ითხოვა და თემურს ორთვიანი შეუფარდეს. იქაურ ადვოკატს უთხრეს, რომ ორთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ქართული მხარე საბუთებს ვერ წარმოადგენდა, თემურს გაუშვებდნენ.
_ იმხანად მასთან კავშირი თუ გქონდათ?
_ ციხიდან ხშირად რეკავდა. 2011 წლის 14 თებერვალს ჩემი მამამთილი თემურზე ნერვიულობას გადაჰყვა და გარდაიცვალა. დასაფლავების დღეს ზუგდიდში თქვეს, თემურმა თვითმკვლელობა სცადაო. მაშინვე ადვოკატს დავურეკე, შევიდა ციხეში და დამალაპარაკა თემური. ისიც გაოცდა, თავის მოკვლაზე ქრისტიანი კაცი როგორ ვიფიქრებ, აქედან რომ გამოვალ, ბერად უნდა აღვიკვეცოო. მოსკოვში, ძირითადად, მონასტერშიცხოვრობდა. სტიქაროსანი იყო, 2000 წელს უწმინდესმა გაბრწყინებული ჯვრითადა სიგელით დააჯილდოვა. დიდი კანდელიც აჩუქა პატრიარქმა და, როცამოსკოვში, მონასტერში იყო, მირეკავდა და მეუბნებოდა, ლოცვაზე ვდგები დაპატრიარქის კანდელი დამინთეო. ახლა კიდევ ასეთ კაცზე მეუბნებიან, თავიმოიკლაო...
_ მეუღლის სიკვდილი ვინ შეგატყობინათ?
_ დეპეშა გამომიგზავნეს. ეწერა, რომ 25 მარტს მორგში შევიდა საქართველოს მოქალაქის _ თემურ ყორშიას გვამი. სამ დღეში, ანუ 28 მარტს კაცი ციხიდან უნდა გამოეშვათ, რადგან 2-თვიანი ვადა გასდიოდა, მაგრამ... მანამდე ციხიდან თემური საავადმყოფოში გადაიყვანეს, აქაოდა, ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არისო. ციხეში არაერთი ზუგდიდელი იჯდა,მათ შორის, ჩვენი ნათესავიც, და გამორიცხული იყო, იქ თემურისთვის რამედაეშავებინათ.
_ ჩამოსვენების შემდეგ ექსპერტიზა თუ ჩაუტარეთ?
_ ახალაიების შიშით ვერც ერთმა ექსპერტმა ვერ გაბედა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება. რად უნდოდა ექსპერტიზა? კაცზე თქვეს, თავი ჩამოიხრჩოო, არადა,ხელები დამტვრეული და დალურჯებული ჰქონდა, ყბის ძვალი _ ჩამტვრეული,ყური _ გახეთქილი, წელს ქვემოთაც ნაცემი იყო...
_ ქალბატონო ლალი, როლანდ ახალაიამ რომ თქვას, მოსკოვში კაცმა თავი მოიკლადა მე რა შუაში ვარო?
_ ერთადერთი კაცი, რომელსაც თემურის ცოცხლად ყოფნა ხელს არ აძლევდა, როლანდ ახალაიაა. ერთადერთი კაცი, რომელმაც ახალაიას შესახებ ყველაფერი იცოდა, თემური გახლდათ. ერთი ეგაა: ახალაია ვერ წარმოიდგენდა, რომ თემური ჩანაწერებს გააკეთებდა, რომლებშიც ის პირდაპირ ამბობს, _ თუ დამიჭირეს, ციხიდან ცოცხალს არ გამომიშვებენო. კაცი 57 დღე ელოდა თავისუფლებას და, როცა სამი დღე იყო დარჩენილი თავისუფლებამდე, თავი მოიკლა?!
_ პროკურატურას თუ მიმართეთ?
_ კი, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, რადგან მანამდე აზრი არ ჰქონდა. თავდაპირველად აქტიურად დაიწყო გამოძიება, მაგრამ შემდეგ მინელდა, ახლა კი საერთოდ შეწყდა. ასე მითხრეს, პირდაპირ მტკიცებულებებს ვეძებთო. გაოცებული ვარ, მეტი რა პირდაპირიმტკიცებულება უნდათ, თემურის ბიზნესი ახალაიას დის შვილს, ბესო ცხადაიას,აქვს გადაფორმებული. 1993 წლიდან ბიზნესში იყო თემური და 2008 წელსგაგიჟდა თურმე და ყველაფერი ახალაიებსა და მათ ნათესავებს გადაულოცა.ოთხმილიონიანი ბიზნესი 18 ათას ლარად გაასხვისა თურმე...
სარჩელს დისკებიც მივაყოლეთ. ვიდეო იქ აქვთ, ბეჭდიანი დოკუმენტები... მეტი რა ვქნა?!ახალაიამ კაციც მოგვიგზავნა, თუ სურვილი ექნებათ, ქონებას დავუბრუნებო.ქმარი მომიკლა და ახლა ჩემივე ქონებაზე მეუბნება, თუ გინდა, დაგიბრუნებო?!მე მინდა, სამართალმა იზეიმოს _ ახალაია ციხეში ჩაჯდეს და სახელმწიფომდამიბრუნოს, რაც მეკუთვნის.
_ ახალაიებს რის საფუძველზე აქვთ თქვენი ქონება?
_ პოლიციის შენობა რომ აყიდვინეს, მაშინ ხომ მთელი ქონება ბანკში ჩადო. ჰოდა, მთელი ქონება ბანკიდან 18 ათას ლარად გამოისყიდა როლანდის დისშვილმა ბესო ცხადაიამ, თანაც ისე, რომ ჩემი მეუღლის თანხმობა არ ყოფილა. ყველას ვთხოვ, გამოიძიონ ეს საქმე. მესმის, რომ, როცა სახელმწიფო ქონებაზეა საუბარი, შეიძლება ძნელი იყოს დაბრუნება, მაგრამ სახელმწიფოს ხომ არაფერს ვედავები?! ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს, მაგრამ, თუსამართლიანობა არ აღდგა, ქრისტიანი ვარ, ღმერთი მწამს, მაგრამ ჩემი ქმრისსისხლს არავის შევარჩენ!
სენაკში რომ სამარხები აღმოაჩინეს, მეგის ქარდავას რვეულიც რომ იყო, ხომგახსოვთ? დასასჯელთა სიაში პირველი ჩემი შვილის სახელი და გვარი ეწერა.საბოლოოდ მიპირებდნენ გაუბედურებას და ჩემი ერთადერთი შვილის მოკვლას.ესეც არ არის მტკიცებულება? ამჟამინდელ ხელისუფლებას მხარში ვედექით და კიდევ ერთხელ გავიარეთ ბეწვის ხიდზე. ან აღადგინეთ სამართლიანობა, ან ხალხი თავად დაიწყებს სამართლის ძებნას, მათ შორის _ მეც!