Express News

უგულავას მეუღლე ბრძოლას იწყებს


თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე ხელისუფლებას პოლიტიკურ ანგარიშწორებაში ადანაშაულებს და უგულავას მხარდამჭერებს სასაქალაქო სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

"მამაჩემით დაიწყეს იმიტომ რომ გიგის სიმამრია, სიძით გააგრძელეს, იმიტომ რომ გიგის მეგობარია, ქმრით დაასრულეს - იმიტომ რომ გიგია. 
არავისთვის მოულოდნელი არ იყო რომ გიგის დაიჭერდნენ. ის ამისთვის მზად იყო. არაერთხელ უთქვამს რომ გზა, რომელიც მან აირჩია რთულია და ამ გზაზე ისე უნდა გაევლო რომ კითხვაზე პასუხი გაეცა! ამ ქვეყნიდან რომ გაქცევა რომ არ უნდოდა, ბოლო ორმა წელმა დაადასტურა! ამის შანსი ბევრჯერ ქონდა. გიგი ყველაფერს რეალურად უყურებს! საკუთარ შეცდომებსაც !მზად ვართ ამ სირთულეებისთვის ჩვენც - მისი ოჯახი და მეგობრები. 
მირეკავენ ადამიანები, რომლებსაც მისი გაკეთებული სიკეთე ახსოვთ და მადლობა თქვენ ყველას გამხნევებისთვის! გვერდში დგომისთვის! სასამართლო პროცესი მოულოდნელად დღეს 17:30 დანიშნეს. ვისაც გიგი გიყვართ, ვისაც არ გიყვართ მაგრამ აღიარებთ, რომ ქალაქისთვის რაღაც გააკეთა, მოდით საქალაქო სასამართლოსთან. 17:30!", - წერს კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

გიგი უგულავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 18:00 საათზე გაიმართება. 
აღნიშნული ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. 
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი დღეს წარედგინა. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგი უგულავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს დღეს მიმართა. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT