სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხებისა და შეიარაღებული დაჯგუფების ჩამოყალიბების საქმეზე ზუგდიდის რეგიონულ სასამართლოში ემზარ კვიციანის პროცესი მიმდინარეობს. დღეს სასამართლოში ათამდე მოწმეა გამოცხადებული. ბრალდებულის ადვოკატმა, კობა კობახიძემ სასამართლო პროცესზე პეტრე დევიშაძის ჩვენება წარადგინა და მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით ჩვენება თან დაერთოს საქმეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დევიშაძის ჩვენებაში ნათქვამია, რომ მას აჭარის კუდის მაშინდელმა უფროსმა თეიმურაზ პატარიძემ ემზარ კვიციანის ლიკვიდაცია მოსთხოვა და აუხსნა, რომ ეს ვანო მერაბიშვილის დავალება იყო.
მიმდინარე წლის 18 აპრილს თბილისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელა კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულს, პოლკოვნიკ ემზარ კვიციანს. სამხედრო ამბოხებისა და ტერაქტების დაგეგმვაში საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ბრალდებული, ძებნილი ემზარ კვიციანი სამშობლოში 28 თებერვალს დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.