Express News

წამების ფაქტები რუსეთის ბავშვთა სახლში (ვიდეო) 18+


საიტ  ”amur.info”-ს ცნობით გამომძიებლები გამოიძიებენ ამურის ოლქის განათლების და შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაობას  ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით  მაზანოვის რაიონის სოფელ პიონერსკის ბავშვთა სახლის მაგალითზე.
”amur.info”-ს მონაცემებით საქმე ეხება ამ სოფლის № 5 სკოლა-ინტერნატის ორ აღმზრდელ გოგონას, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ბავშვების წამებაში.
2013 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით ობოლი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების სკოლა-ინტერნატში  ისინი სისტემატურად უსწორდებოდნენ ფიზიკურად 7-10 წლის ბიჭუნებს, რასაც პარალელურად აფიქსირებდნენ ვიდეოზე.
სკოლა-ინტერნატის დირექტორი და სამი აღმზრდელი ამ დროისათვის უკვე განთავისუფლებულნი არიან სამსახურიდან.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT