Express News

ალექსი პეტრიაშვილი – მალე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სერიოზულ განაცხადს გავაკეთებთ


მე კიდევ უფრო მიმყარდება რწმენა და იმედი, რომ ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სერიოზულ განაცხადს გავაკეთებთ , - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე - "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან – პერსპექტივები და შესაძლებლობები" განაცხადა. 
მისი თქმით, დღევანდელი კონფერენციები იძლევა შესაძლებლობას, რომ მოხდეს მსჯელობა რეგიონის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. 
"მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ინვესტიციების სააგენტოს და სავაჭრო სამრეწველო პალატას ღონისძიების ორგანიზებაში აქტიური თანამშრომლობისთვის. მადლობა ჩემ გუნდს დაუღალავი შრომისთვის. ამ ადამიანების შემხედვარე მე კიდევ უფრო მეტად მიმყარდება იმედი და რწმენა, რომ ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც ჩვენ ევროკავშირში სერიოზულ განაცხადს გავაკეთებთ. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი კონფერენცია და მისი თემატური სესიები მოგვცემს კარგ შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ აქტუალურ საკითხებზე და რეგიონის ქვეყნების ევროკავში ინტეგრაციის პერსპექტივებზე", - განაცხადა პეტრიაშვილმა. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT