Express News

ალექსანდრე ჭიკაიძე - „ნაციონალები“ ზონდერჯგუფებს ქმნიან...იგეგმება ხელისუფლების ცვლილება


შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, ქვეყანაში აურზაური გამოიწვიონ და ეს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასამყარებლად კეთდება. 


“დიახ, არის ასეთი ინფორმაცია. მათ სურთ რაღაც ზონდერ-ჯგუფების ჩამოყალიბება, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებებთან ასოცირებული პირების მობილიზება. არის ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან გამოიწვიონ ქვეყანაში აურზაური და ეს კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაამყარონ. მე მგონი ამას თვითონ საზოგადოება არ დაუშვებს, რადგან დღეს ქვეყანა დგას სწორ გზაზე. მთავარი პრობლემა, რაც გააჩნია საქართველოს, არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მერწმუნეთ, საქართველოს მთავარობა, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის დაძლევის მიზნით. ოპონენტებს რა თქმა უნდა, ექნებათ არეულობის  მცდელობები, მაგრამ ეს არის მხოლოდ მათი სურვილი და ასეთ იდეებს რეალობაში განხორციელება არ უწერია. მეტსაც გეტყვით, მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდნის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარ ქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ თავიანთმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობიზილებას მოახდენენ. მე მჯერა, რომ ჩვენი ოპონენტები, თავადვე მიხვდებიან, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას, ან ნებისმიერ ჩვენგანს რაიმე სიკეთეს მოუტანს”, - აცხადებს ჭიკაიძე “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში.

რაც შეეხება იმას, რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს შსს მოსალოდნელი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, მინისტი აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს. 

- დღეს ჩვენ არ ვართ ის უწყება, რომელიც სურვილების და იდეების გამო, რა გინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს, დავიწყოთ დაჭერები. მათ აქვთ თავისუფლად საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ ჯგუფები, რომლებიც ეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენას, ხალხისა და ოპონენტების ცემას, რათა ეს ყველაფერი მერე სახელმწიფოს დააბრალონ, უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი! ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით არ დავუშვათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და აღკვეთოთ ყოველგვარი მსგავსი ქმედება. მათ პირველ რიგში საზოგადოება უპასუხებთ და გაცილებით მკაცრად. საქართველოში უკანასკენელი წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სისხლის დაიღვარა. ეს ხალხს აღარ სჭირდება, ხალხს სჭირდება სიმშვიდე და ნორმალური განვითარება”, - განაცხადა შს მინისტრმა.




About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT