თბილისის განვითარების ფონდის ახალმა ხელმძღვანელმა სამსახურიდან 29 თანამშრომელი გაათავისუფლა. თემურ ხომერიკი აცხადებს, რომ მის ორგანიზაციაში გარკვეული თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დანიშნული და დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს არ ასრულებდნენ.
გათავისუფლებულებს შორის არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები თენგიზ გუნავა და ეკა ხერხეულიძე.
თემურ ხომერიკი ადასტურებს სამსახურიდან 29 თანამშრომლის გათავისუფლებას და განმარტავს, რომ ზოგიერთი მათგანი საქართველოში არ იმყოფებოდა, ზოგი ფაქსით აგზავნიდა შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადებას, რაც მათ სამსახურის მიტოვებაში ჩაეთვალათ და შესაბამისად, სამსახური დაატოვებინეს.