ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე გოკა გაბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„გოკა გაბაშვილი (მამამისის კოტე გაბაშვილის შესახებ):- "70 წლის კაცს რომ ხელბორკილს დაადებს,მანქანაში ჩასვამს და წაიყვანს, იმ სამართალდამცველებს რა უნდა ველაპარაკო?.."
ჰოოო, გოკა, შენ აი, ასეთ სამართალდამცავებს "ელაპარაკე" ხოლმე, აგერ ფოტოზე რომ არის -ჯინსიანი, შავნიღბიანი და 70 წლის კაცს თავში ხის მსხვილ ტოტს (და არა ხელკეტს) რომ ურტყამს! აი,ესენი არიან შენთვის მისაღები "სამართალდამცავები"..." - წერს ბაკურ სვანიძე.