„მოამბის“ გადამღებმა ჯგუფმა უკრაინის პატრიარქი ფილარეტი ჩაწერა. ინტერვიუში პატრიარქი მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.
პატრიარქი რუსულ აგრესიაზე საუბრობს და ამ კონტექსტში პარალელებს საქართველოსთან ავლებს.
„ქართველმა ხალხმა უკვე გადაიტანა ის, რასაც დღეს ჩვენ განვიცდით, ჩვენ მოძმე ხალხები ვართ და ორივეს გვაერთიანებს სურვილი ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები და ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში. დღეს როცა უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას რუსეთის აგრესია ემუქრება ტარას შევჩენკოს პოეზია და იდეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის უკრაინის თავისუფლებისა და ხალხის დასაცავად ჯერკიდევ 100 წლის წინ იბრძოდა.
მე მივდივარ არჩევნებზე და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმაც მოუწოდა საზოგადოებას მივიდნენ არჩევნებზე, ვინც არ მივა ნუღა დაიწუწუნებს, უკრაინელებმა უნდა გააკეთონ არჩევანი და ვინ იქნება მათი პრეზიდენტი თავად უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა პატრიარქმა