ქუთაისში, ნიკეას #32-ში ამ წუთებში იპოთეკური სესხით დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახის, ნინო მკერვალიძის გამოსახლება მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და მკერვალიძის მევალის ადვოკატი.
როგორც ცნობილია, იპოეკარს მოქალაქის სამი ბინა უკვე წაღებული აქვს, ხოლო თავად მკერვალიძეს მევალისათვის 37 000 დოლარი აქვს გადახდილი.
იპოთეკური სესხით დაზარალებული ოჯახი საკუთრების დათმობას არ აპირებს, რასაც ადგილზე ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა.
წყარო http://topnews.com.ge/