ორიოდღე დღის წინ გიორგი მარგველაშვილის ცხოვრების სკანდალური დეტალები გამომზეურდა - საქმე ეხება მარგველაშვილის პირად ურთიერთობებს მეგობარ ქალებთან.
როგორც „ასავალ-დასავალი“ წერს, პრეზიდენტის ცხოვრებაში თბილისის აღიარებული ლამაზმანები იყვნენ, თუმცა გულში დატრიალებული ცეცხლი თანამდებობამ გაუორმაგა.
„ერთი შეხედვით ბუნჩულა ფილოსოფოსის პრეზიდენტის გულში რა ვნების ცეცხლიც ტრიალებს, მისი ბიოგრაფიიდანაც ჩანს (პრეზიდენტის რანგმა ეტყობა ვნებები გაუორმაგა), მის ცხოვრებაში იყვნენ თბილისის აღიარებული ლამაზმანები - პირველი მეუღლე და მისი ქალიშვილის - 21 წლის ანას დედა, ტასო ვირსალაძე (უნიჭიერესი ვირსალაძეების ოჯახის ოჯახისშვილი), მეორე მეუღლე - აბაშიძეთა გვარის, მსახიობ გოჩა აბაშიძის ძმისშვილი და დავით ყიფიანის ყოფილი ცოლი, ხათუნა აბაშიძე , ახლანდელი მეგობარი მაკა ჩიჩუა (მხატვარი და ყოფილი ვიზაჟისტი) და ახლადგამოჩენილი პიარმუშაკი ქრისტინე გარუჩავა.“- წერს „ასავალ დასავალი“. გამოცემის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ შემდეგ ამბიციები დაიკმაყოფილა და მეგობარი ქალბატონების მიმართ გულუხვობა გამოიჩინა.
„მარგველაშვილმა დაიკავა რა პრეზიდენტის სავარძელი, პირველად სწორედ ხათუნა აბაშიძის ძმა, ლაშა აბაშიძე მოისვა გვერდით და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა, მარგველაშვილმა არც მაკა ჩიჩუას დასწყვიტა გული და მძიმე დანაშაულისათვის გასამართლებული ძმა ციხიდან გაუთავისუფლა, რაც შეეხება პრეზიდენტის ახალ გატაცებას, როგორც ცნობილია, ისინი ერთად „ჯიპაში“ მუშაობდნენ და როგორც ამბობენ, მარგველაშვილის რეკომენდაციით მოხვდა „მეცხრე არხზე“. მარგველაშვილი სუსტი სქესის მიმართ გულგრილი ნამდვილად არ არის, გულუხვია და გემოვნებასაც არ უჩივის, მითუმეტეს, ამ მხრივ ამბიციაც გამოიჩინა და სააკაშვილის იმ აპარტამენტში გადავიდა სადაც თავისუფლად ნავარდის საშუალება მიეცემოდა“ - აქვეყნებს გაზეთი „ასავალ დასავალი.“