40 კუბო რუსეთში ჩავიდა - (ფოთორეორტაჟი)
უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთიდან ჩასული მებრძოლები უკან, სამშობლოში წითელი კუბოებით დაბრუნდნენ. უკრაინის საზღვარი უკვე გადალახა ტრაილერმა, რომელმაც რუსეთში 40 წითელი კუბო გადაიტანა. უკრაინული მედიის ცნობით, 40-ვე გარდაცვლილი „პუტინის დაქირავებული“ მკვლელია და ისინი 26 მაისს დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის შტურმის დროს იქნენ ლიკვიდირებულები. შოკისმომგვრელ ფოტორეპორტაჟს უკრაინული ინტერნეტგამომცემლობები ავრცელებენ. როგორც უკრაინულ მედიაში წერენ, ტერორისტების რუსეთში ჩასვენება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დონეცკის ოლქში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთიდან ჩასული დაქირავებული მებრძოლები იბრძვიან.