ნაძალადევში ქმარმა ცოლი მოკლა
სამართალდამცველებმა 1967 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი ჯიმშერ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ჯიმშერ ა-მ მიმდინარე წლის 1 ივნისს, ღამით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1967 წელს დაბადებულ ლუდა გ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს ხარაგაულის რაიონში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.