ქვეყანაში შექმნილი კრიმინალური ვითარების მსგავსად ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია სახელმწიფო უწყებებში გაცემული პრემიების თემაც. პრემიების ხსენებაზე კი ერთერთი პირველი შესაძლოა თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გაგახსენდეთ. ირაკლი შიხიაშვილი დღეს უკვე ახალ თანამდებობას იკავებს. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე საზოგადოების წინაშე ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსის რანგში წარსდგა.