Express News

„სერგეენკოს რეფორმა კრახით დასრულდა?“ურეცეპტოდ გასაყიდი მედიკამენტების სიას შესაძლოა ზოგიერთი მედიკამენტი დაემატოს

ურეცეპტოდ გასაყიდი მედიკამენტების სიას შესაძლოა ზოგიერთი მედიკამენტი დაემატოს. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა და მინისტრმა იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მეორე ჯგუფიდან მესამე - ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ჯგუფში გადასატან მედიკამენტების სიას ჯანდაცვის სამინისტროს დღეს მიაწვდიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკომ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილებოდა.
"ერთი იყო მედიკამენტების ნაწილის გადატანა ჯგუფიდან ჯგუფში. ეს მიმდინარე საკითხია. ვერანაირ შეზღუდვას ვერ ვხედავ. დღის განმავლობაში მოგვაწვდიან სიებს და მას დღესვე გავაანალიზებთ. მეორე საკითხი არის ის, რომ მიდიოდა ხშირად ექიმებისგან არასრულყოფილად გამოწერილი რეცეპტები, ამაზე შევთანხმდით კომუნიკაციასა და კონკრეტულ რეაგირებაზე. მესამე საკითხი, რაც მათ მიერ იყო წამოყენებული, ის იყო, რომ უფრო მკაცრი კონტროლი განგვეხორციელებინა იმ აფთიაქებისადმი, რომლებიც დარღვევით ახორციელებენ ამ რეგულაციას. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მოვალეობაა და ასეც მოვიქცევით", - განაცხადა დავით სერგეენკომ

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT