"ბოლო დროის ყველაზე სკანდალურად ცნობილი ირაკლი შიხიაშვილი" ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსად დაინიშნა
მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსად ირაკლი შიხიაშვილი დაინიშნას ეხმაურება
"ლაქიები როდის არ იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაში... იყვნენ გამსახურდიას, კიტოვან-სიგუა-იოსელიანის, შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის პერიოდშიც... გამართლება იყო ასეთი - "ლაქიები კი არიან, მაგრამ, არიან პროფესიონალები"... გამართლება ერქვა, თორე, აბა, ეს რა გამართლებაა - ახსნაა უფრო.
მავნე ტრადიციას, რახანია, არ ღალატობს არც დღევანდელი - ღარიბაშვილის ხელისუფლებაც - მაგრამ, როდესაც დღევანდელ ახალ ამბებს მიმოვავლე თვალი, ყალყზე დამიდგა ჩემი შერჩენილი ასიოდე ღერი თმა.
ლაქიაც არის და ლაქიაც - შიხიაშვილი, ჰო, ჰო, შიხიაშვილი დაუნიშნავთ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის უფროსად.
მე ვეკითხები მთავრობას - 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს - შიხიაშვილის "პროფესიონალიზმზე" ზრუნვისათვის აგირჩიათ საზოგადოებამ? არგუმენტი, რომ, მაგალითად, "მუცოსაც ხომ ვაშენებთ", ან, "ასოცოცირების ხელშეკრულებას" ხომ მოვაწერეთ ხელი", არ მიიღება.
კოლექტიური შიხიაშვილი ჩაგიშლით თქვენ მუცოსაც, ჯანდაცვის რეფორმასაც, ასოცირებასაც და ალიანსთან პარტნიორობასაც...
ოღონდ, თან ისე, რომ ზეგ ბურჯანაძესთან აღმოჩნდება, მაზეგ "ჰამასში", ერთ კვირაში რუსეთში, ორ კვირაში კი ისევ საკრებულოს თავმჯდომარეობა მოუნდება - თბილისის!",-წერს ტაბლიაშვილი