Express News

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პოსტი დატოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა პოსტი დატოვა. მისი თანამდებობიდან გათავისუფლება სხვა სამსახურში გადასვლას უკავშირდება. როგორც ცნობილია მარიამ ჯაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ "სოლიდარობის ფონდს" უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრმა ჯაშის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდეს მარიამ ჯაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT