Express News

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, საქართველოს მაპი უნდა მიენიჭოს“



„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოებისთვის უელსის სამიტზე მაპი უნდა მიენიჭოს“, - ამის შესახებ ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციაში ჩაიწერა.
"დღეს ნატოს საპარალამენტო ასამბლეაზე კენჭი ეყარა ნატოს გაფართოების დეკლარაციას, რომელიც ასამბლეის უმრავლესობის მხარდაჭერით დამტკიცდა. დეკლარაცია ალიანსის გაფართოებას და ასპირანტი ქვეყნების პერსპექტივებს შეეხება. დეკლარაციის მე-8 პუნქტში აღინიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, საქართველოს ნატოსთან დაახლოებისთვის უელსის სამიტზე მიენიჭოს "მაპი", – განაცხადა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT