Express News

მამაკაცების უკანალზე შესრულებული „შარო საიდან მოდიხარ“ GDS -ზე



ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „ბინა 18“-ის წამყვანები ლევან გოგორელიანი იგივე ფაქო და კოტიკო თოლორაია ამავე ტელეკომპანიის გადაცემაში „შუადღე GDS-ზე“ ანალუგიური მეთოდით „დასაჯეს“, რის შემდეგაც „ბინა 18“-ის წამყვანებმა პირდაპირ ეთერში „შარო საიდან მოდიხარ“ იმღერეს. კოტიკო თოლორაიას განცხადებით, ის რაც მათ გადაცემაში მიოხდა, ხუმრობა იყო და არ იყო წინასწარ დადგმული. როგორც თოლორაია აცხადებს, მათ ქალის უფლებები არ გაუთელიათ და ის ასევე, ვისაც ეწყინა, ბოდიშს უხდის. „ფაქოს“ განცხადებით კი, არ შეიძლება საჯდომზე დაკვრას პოლიტიკური სარჩული მიეცეს.

„ვიღაცა ხელზე უკრავს, ვიღაცა გულში ღიღინებს, ვიღაცა ძუძუებს აჩვენებს, ვიღაცა სერიალში ცოლს აგინებს ან ვიღაც შვილებს ეჩხუბება“, - განაცხადა თოლორაიამ გადაცემაში „შუადღე GDS-ზე“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, ის ვერ ხვდება, თუ რა ეწყინა მაყურებელს, რადგან შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ. წამყვანების განცხადებით, ეს იყო ექსპერიმენტი, რადგან მათი გადაცემა ასეთი ფორმატის არის.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT