Express News

ანაკლიაში კაზანტიპის დროშა აღმართეს [Photo]



ანაკლიაში, „ლაზიკის  მერიის“ შენობის მიმდებარედ, კაზანტიპის „თვითგამოცხადებული რესპუბლიკის“ დროშაა აღმართული. სწორედ ლაზიკის მერიაში განთავსდება ფესტივალის ორგანიზატორების ოფისი.

საორგანიზაციო ჯგუფი „კაზანტიპის პრეზიდენტის“ ნიკიტა მარშუნოკის მეთაურობით უკვე ანაკლიაში იმყოფება, თუმცა ფესტივალის დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ქართული მედიისთვის ამის შესახებ ერთ კვირაში იქნება ცნობილი.

ანაკლიაში 15 აგვისტოდან 30 ადვისტომდე ორგანიზატორების მიერ უკვე დაჯავშნილია ანაკლიის სამივე სასტუმროს ყველა ნომერი. სასტუმრო „ოქროს საწმისის“ ადმინისტრატორის ანა კვარაცხელიას განცხადებით, მათი სასტუმრო 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე დაჯავშნილია. ანაკლიაში ასევე დაჯავშნილია საოჯახო სასტუმროები, რომლის ფასიც ერთ-ერთი საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელის მაია ჩარგაზიას განცხადებით, 30-დან 70 დოლარამდე მერყეობს.

ანაკლიაში ფესტივალი, სახელწოდებით „რეალობის ალტერნატიული რეალობა“, რომელსაც კაზანტიპის საორგანიზაციო ჯგუფი ჩაატარებს, გეგმის მიხედვით 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT