გოგა ხაჩიძე 18:00–ზე ექსკლუზიურ კადრებს გაასაჯაროვებს
18:00-ზე აქ, ჩემს ფბ-ზე დავდებ ექსკლუზიურ კადრებს.
კადრებში გადაღებულია ზუგდიდის რაიონის, სოფელ კოკის N97 საარჩევნო უბანი.
საარჩევნო კომისიის წევრი, ბ-ნი დავით ნარმანიას დედა, პირადად აკონტროლებს რა ნომერი შემოხაზეს თვითონ საარჩევნო კომისიის წევრებმა და ამომრჩევლებმა.
ეს მარტივად და ღიად ხდება.
ბიულეტენების ყუთში ჩაგდებამდე ამომრჩეველი "ვალდებულია" ჯერ ზ.ა. ქალბატონს აჩვენოს 41- შემოხაზული ბიულეტენი და შემდეგ ჩააგდოს ყუთში.
"ყველაზე დემოკრატიული არჩევნები"