2 დაიღუპა და 8 ადამიანი დაშავდა დღეს თბილისში, თამარ მეფის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას. დაშავებულთა შორის 4 და 5 წლის ბავშვია. დაშავებულები იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით 276 მუხლის 7 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.