Express News

სკანდალი უმაღლესმა საბჭომ მედეა ვასაძის კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი არ განიხილა,არც ბოდიშის მოხდას და არც გადადგომას არ აპირებს


7 მომხრე და 10 წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მედეა ვასაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არ განიხილა. საკითხის სხდომაზე განხილვის ინიციავით უმცირესობა გამოვიდა, თუმცა, უმრავლესობის 10 დეპუტატი წინააღმდეგი წავიდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო დავით ბაციკაძემ. მისი თქმით, თავი იმიტომ შეიკავა, რომ უმცირესობას სურდა, ვასაძის იმპიჩმენტის თემა ჩავარდნილიყო და საკითხი 6 თვით გადადებულიყო. თავად მედეა ვასაძე აცხადებს, რომ არც ბოდიშის მოხდას და არც გადადგომას არ აპირებს.

საკითხზე კომენტარი არ გააკეთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ.
მედეა ვასაძესა და ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს შორის ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჟურნალისტმა მედეა ვასაძესთან სატელეფონო საუბარი გაასაჯაროვა და იგი ზეწოლასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის მცდელობაში დაადანაშაულა. მხარეებმა პროკურატურას უკვე მიმართეს.

ajaratv.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT