"ქართული ოცნება" 27-მა წევრმა დატოვა
ახმეტაში ქართული ოცნების 27 – მა წევრმა პარტიის რიგები პროტეტსის ნიშნად დატოვა. მათი განცხადებით, მიზეზი პარტიული სია გახდა, რომლის მიხედვითაც გამგებლობის კანდიდატად კვლავ ამჟამინდელი გამგებელი ბექა ბაიდაური, ხოლო სიის პირველ ნომრად კი მამუკა ხოლეგაშვილი სახლედება. პარტიის წევრები ამ ყველაფერში მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ იგი ერთპიროვნულ დაწყვეტილებებს იღებს. ქართული ოცნების აქტივისტებმა პრობლემის შესასწავლად ცენტრალურ შტაბს უკვე მიმართეს.