ალბათ, თქვენც ძალიან მოგბეზრდათ იმის ყურება, როგორ ვიშვიშებს ხათუნა გოგორიშვილიარჩევნების გაყალბებაზე.
როგორ ექომაგება “ნაციონალური” ელიტა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულიკანონდარღვევებით დაზარალებულის, ან გარდაცვლილის ოჯახებს. და ბოლოს და ბოლოს,როგორი განგაშის ზარებს სცემს შოთა უტიაშვილის მეუღლე ეკა კვესიტაძე, რომ თურმექვეყანაში კრიმინალი გაიზარდა.
ალბათ, გაიკვირვებენ, ეს ხომ არაკოლეგიალურიაო.
ჰოდა, თქვენი არ ვიცი და.
ალბათ, თქვენც მოგბეზრდათ!
კვესიტაძე "განსხვავებული აქცენტების" ახალ გადაცემას აანონსებს. თემა – გაზრდილიკრიმინალი. პრომო – წარმოუდგენლად შთამბეჭდავი. ფაქტები – უდავოდ შემზარავი. ტექსტი– მედგარი. შინაარსი – ასეთი: "დაყაჩაღება, დაუთოება ჩაცხრილვა – 90-იანი წლების ექო ორიათწლეულის შემდეგ. არის თუ არა პრემიერის მიერ აღწერილი უსაფრთხო რეალობის მიღმასხვა რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და სადაც თავს დაცულად აღარ ვგრძნობთ". და არარის აი, ასეთი:
"2007 წლის 20 მაისს, ყოფილი პარლამენტარი, აკადემიკოსი გურამ შარაძე თბილისში,მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ნასროლი ტყვიითმიყენებული ჭრილობების შედეგად შარაძე ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ესიყო ყოფილი ხელისუფლებისგან შეკვეთილი მკვლელობა. დღეს არსებული ინფორმაციით,გურამ შარაძის საქმის გამოძიება შეფერხებით მიმდინარეობს, თუმცა იმედია, სიმართლემალე გაირკვევა".
ან ასეთი – 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კუდ-ისიმჟამინდელი ხელმძღვანელობისგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონის სოფელჭუბერში მცხოვრები მეტყევე რეინჯერი, დათო ცინდელიანი ჩამოეყვანა სვანეთიდან ქალაქთბილისში და მომხდარიყო მასთან გასაუბრება. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით,ცინდელიანი თანამშრომლობდა აფხაზ სეპარატისტებთან. კონსტიტუციური უსაფრთხოებისდეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა, რომან შამათავამ დათოცინდელიანი ჩასვა მოტორიან ნავში, აუხვია თვალები და ნავმისადგომზე მყოფ აფხაზეთისკუდ-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ნავიდან უბრძანა, რომ გაჰყოლოდა მას, რომელმაცშეასრულა ბრძანება და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრისმანძილზე. რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლითმოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამსსხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაშიგადააგდო". ოჯახს დავით ცინდელიანი დაკარგული ეგონა მანამ, სანამ ეს საქმე გაიხსნებოდა.გახსნილია “ნაციონალური” ხელისუფლების დროს იგივე წესით და იგივე პირის მიერჩადენილი სხვა მკვლელობაც. ამ შემთხვევაში გარდაცვლილი პაატა ქარდავაა".
ან ასეთი – "2005 წლის 3 თებერვალს გარდაცვლილი პრემიერის საქმის გამოძიება ფინალსუახლოვდება. პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეს ყოფილი ხელისუფლების მაღალითანამდებობის პირები შეეწირებიან".
ან ასეთი – 2004 წელს, გია ბარამიძის მინისტრობისას სვანეთში, სოფელ ეწერში ჩატარდასპეცოპერაცია. იმ სისხლიან ღამეს ეწერში დღემდე ზარით ჰყვებიან: სპეცოპერაციისდაწყებისთანავე სპეცრაზმელებმა სოფელ ეწერის მოსახლეობა, განურჩევლად სქესისა დაასაკისა, დადეშქელიანების საგვარეულო კოშკში გამოამწყვდიეს და ავტომატიანი დარაჯებიმიუჩინეს. ამის შემდეგ აფრასიძეების სახლზე მასირებული შტურმი დაიწყო. ამ დროს სახლშიმცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. მათ ბებია და დედა გადაეფარათ. ოჯახის წევრებმა,როგორც იქნა, ბავშვების სამშვიდობოს გაყვანა მოახერხეს. ქალებისა და ბავშვების ტანსაცმელიტყვიებს დაეცხრილა, ისინი ცოცხალნი მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობითგადარჩნენ. როგორც კი სროლა ატყდა, ევგენი აფრასიძე ხელებაწეული გამოვიდა დაძალოვნებს ჩაჰბარდა. სპეცრაზმელებმა ის მოფარებულ ადგილას ჯერ დახვრიტეს, შემდეგ კიგაძარცვეს. მას ოქროს ჯაჭვი და მედალიონი ისე ჩამოჰგლიჯეს, რომ მიცვალებულს კვალიკარგად ემჩნეოდა. ძალოვნებს ჩაბარდა აფრასიძეების ოჯახის კიდევ ერთი წევრი – ომეხი.ისიც ადგილზე დახვრიტეს. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ აფრასიძეების სახლსცეცხლი წაუკიდეს. ცეცხლმოდებული სახლიდან პოლიციელებსა და სპეცრაზმელებსტომრებით რაღაც გამოჰქონდათ, რა – დღემდე გაურკვეველია. ამის შემდეგ სოფელ ეწერისჩვიდმეტიდან სამოცდახუთ წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი მანქანებში ჩასვეს, სოფელჯვარზენში წაიყვანეს და გაჩხრიკეს, შემდეგ კი ეს ადამიანები დააპატიმრეს.
ან ასეთი – გამოძიება 2006 წლის 28 იანვარს კუდ-ის თანამშრომლების მიერ გატაცებული,მოგვიანებით კი გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეში ახალ დეტალებს ადგენს.
ან ასეთი – 2004 წლის 23 ნოემბრის ღამეს დიდუბის ეკლესიასთან ბუტა რობაქიძე მოკლეს.
ან ასეთი – 2006 წლის 2 მაისს ქ. თბილისში, საჩოგბურთო კორტების მიმდებარეტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია მსხვერპლითდასრულდა – "ლიკვიდირებულ" იქნა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ზურა ვაზაგაშვილი დაალექსანდრე ხუბულოვი. თვითმხილველები ადასტურებენ, რომ "ბმვ"-ს მარკის ავტომობილშიმსხდომ პირთაგან არავითარ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და სპეცრაზმისთანამშრომლებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.
ან ასეთი – სამოცდაათამდე ახალგაზრდა არა რაიმე უბედური შემთხვევის, სტიქიის, ანჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არამედ პოლიციელების ტყვიით, ან მათი მხრიდანგანხორციელებული ძალადობის შედეგად ცოცხლები აღარ არიან. ეს ყველაფერი ხდებოდაქვეყანაში, რომლის პოლიტიკური ელიტა საზოგადოებას თავს ამეტებდა, რომ, მხოლოდ დამხოლოდ, მათი რეჟიმის პირობებში დაემსგავსა სახელმწიფო სახელმწიფოს.
2004 წელი ოთარ გველუკაშვილი – 20 იანვარს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახშიჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს;
ანტონ კუკულავა – 9 მარტს დაკავებისას მოკლეს.
დიკო ბარქაია და ზაზა ფანცქელაძე – ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, 17მარტს მოკლეს;
ევგენი და ომეხ აფრასიძეები – 24 მარტს მესტიის რაიონს სოფელ ეცერში ჩატარებულისპეცოპერაციისას მოკლეს; 23 მაისს გლდანი-ნაძალადევის რაიონში, პოლიციელების მიერდაკავების შემდეგ სახლში მიყვანიდან ნახევარ საათში ხვიჩა კვირიკაშვილი გარდაიცვალა;
ალექსანდრე გომაშვილი – 22 ივლისს კახეთში, დაკავებისას მოკლეს;
მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია, ოფიციალური ვერსიით, უშიშროების სამინისტროსთანამშრომლის ენრიკო სიმონიანის მიერ, მის ოჯახზე თავდასხმისას, 23 ნოემბერს მოკლეს;
სულხან ლომიძე – 21 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისასმოკლეს.
2005 წელი ვლადიმერ ხოშტარია – 21 თებერვალს დაკავებისას მოკლეს;
აკაკი კორკოტაშვილი – გურჯაანის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას 19 მარტს მოკლეს;ავთო და ვახო გუმაშვილები – ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, 3 ივლისს, სპეცოპერაციისასმოკლეს; ვახტანგ მარგოშვილი – 20 ივნისს, ქვემო ქართლში, ოფიციალური ვერსიით,საზღვრის უკანონო გადაკვეთისას მოკლეს.
ალექსანდრე თაბაგარი – 24 სექტემბერს, ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ჩონჩხათში მოკლეს;ხვიჩა მელაძე, გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე – თბილისში, თამარაშვილისქუჩაზე, 31 ოქტომბერს მოკლეს;
ლევან გულუა – 11 ნოემბერს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე, დაკავებისას მოკლეს;რეზო სარჯველაძეც – თბილისში, დაკავებისას მოკლეს 14 დეკემბერს; ნესტორ ესებუა, გიაოკუჯავა და თემურ ცეკვავა – აბაშის რაიონში, სოფელ მარანში დაკავებისას, 29 აგვისტოსმოკლეს;
თამაზ კურკუმული – თბილისში, მუხიანის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, 12ოქტომბერს მოკლეს.
2006 წელი რევაზ ცალანი – 20 ივნისს მესტიის რაიონში სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს,რის შემდეგაც ლოგინს მიეჯაჭვა; მურად გორგაძე, რომან სურმანიძე და მარად ართმელაძე –მეტროსადგურ „სამგორთან“ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს, 12 იანვარს; გიათელია – 13 თებერვალს სპეცოპერაციისას მოკლეს; ჯემალ ჩაფიძე – თერჯოლის რაიონში,სოფელ ქვედა სიმონეთში, 28 აპრილს პოლიციამ დაკავებისას მოკლა; ზვიად ბაბუხადია,ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი – 23 თებერვალს ბაღდათის რაიონის სოფელვარციხეში, სპეცოპერაციის დროს მოკლეს. მიხეილ ბერძენიშვილი – საგარეჯოში 2006 წლის 9ივნისს, დაკავებისას მოკლეს; გელა ცინდელიანი – სოფელ ჭუბერში ჩატარებულისპეცოპერაციის დროს 1 ივლისს მოკლეს; ხვიჩა კოკაია – ხობის რაიონში ჩატარებულისპეცოპერაციისას 23 აგვისტოს მოკლეს; ვალერი ფხაკაძე 2006 წლის 7 დეკემბერს, ქუთაისში,დაკავებისას მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, რადგან პოლიციელებმახანგრძლივი დროის განმავლობაში დახმარება არ აღმოუჩინეს.
2006 წლის 27 მარტს ე.წ. ციხის ბუნტის დროს, ოფიციალური ვერსიით, 7 პატიმარი მოკლეს. 2007 წელი
მიხეილ კირაკოსიანი – ახალციხეში 2 აპრილს, მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნისშეუსრულებლობის შემდეგ, საპატრულოს თანამშრომელმა მოკლა;
გიგა ჭარბაძე – 25 მარტს თელავში მანქანა დაეჯახა, რომელსაც პატრულ-ინსპექტორიმართავდა;
ალექსანდრე ხოსიტაშვილი – 14 აპრილს სოფელ დიღომში პოლიციელების ცემის შემდეგგარდაიცვალა;
ოლეგ მესხიძე – ოზურგეთში 9 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს; ჯუმბერნაგერვაძემ – 15 ნოემბერს, ოფიციალური ვერსიით, ბათუმის იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო. 2008 წელი
თენგიზ გოგია – 1-ელ თებერვალს ჩატარებული სპეცოპერაციისას, სენაკში, საკუთარ სახლშიჩაცხრილეს;
როლანდ მახარაძე – ბათუმში მძევლების განთავისუფლებისას, 5 მარტს მოკლეს;
გიორგი გამცემლიძე – მეტროსადგურ "რუსთაველთან" 8 მაისს, პატრულ-ინსპექტორმა მოკლა;როინ შავაძე – 16 აგვისტოს, აჭარაში წამებით მოკლეს (ოფიციალური ვერსიით, გაქცევისმცდელობისას);
ნატა ჯიჭონაიას – 1-ელ სექტემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მანქანა დაეჯახა,რომელსაც ნასვამი პოლიციელი მართავდა. ალექსანდრე კვეზერელი – 29 სექტემბერს,გურჯაანის რაიონის სოფელ ზიარში, შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მე-6განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ოთარ ბოღლოციშვილმა მოკლა; ზურაბ მათნაძე – 30ნოემბერს, რუსთავის გზატკეცილზე დაკავების შემდეგ, ოფიციალური ვერსიით, დაიღუპასაპატრულო მანქანის ავარიის შედეგად.
2009 წელი გია კრიალაშვილი – 20 მაისს თიანეთის გზატკეცილზე ჩატარებულისპეცოპერაციის დროს მოკლეს;
ჯიმი მეგრელიძე – ზუგდიდში, 9 მაისს დაკავებისას მოკლეს;
მამუკა ჩარჩხალია – 15 ივნისს, ნუცუბიძის პლატოს მესამე მიკრორაიონის ასახვევთან მოკლეს;
ვარლამ ნემსიწვერიძე – მძევლის განთავისუფლებისას, 18 აგვისტოს მოკლეს.
ჩამოთვლილი ადამიანების გვარების უმეტესობა საზოგადოებისთვის უცნობია. რატომხდებოდა მათი საქმეების შერჩევითი გახმაურება? ვინ უნდა აგოს ამ ადამიანებისგარდაცვალებაზე პასუხი?
ან ასეთი: 2011 წლის 26 მაისს თავისუფლების მოედანზე, მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილისულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძე, დიდი ალბათობით, მაღალი ძაბვის სადენით არ არიანგარდაცვლილები და ისინი მიტინგის დარბევის დროს დაიღუპნენ, შემდეგ კი გვამებიმაღაზიის სახურავზე შემოდეს, მოგვიანებით ოფიციალურად გაჟღერებული ვერსიისდასადასტურებლად.
ან ასეთი – ყოფილი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უამრავიადამიანი აწამეს და მოკლეს.
ჩამონათვალი კიდევ რომ განვაგრძოთ, ამას არც კვესიტაძის გადაცემის ქრომონეტრაჟი ეყოფადა არც გაზეთის ერთი ნომერი.
და მაინც, როდის გრძნობდა ჟურნალისტი თავს დაცულად? ალბათ, მაშინ, როცა მისუშფოთველ ძილს იმ სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი უზრუნველყოფდა, რომლისსაგმირო საქმეებზეც არ მოგვითხრობს გადაცემა "განსხვავებული აქცენტები".
და ბოლოს: დღეს ნიშნისმოგებით გვამცნობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა. როგორცჩანს, მოკლე მეხსიერების ამბავია, რადგან ყველა იმ სასტიკ მკვლელობაზე, ადამიანებისთვითმკვლელობამდე მიყვანაზე, გაუპატიურებაზე და ქონების წართმევაზე ექსკლუზივიმთელი 9 წლის განმავლობაში, სწორედ მათ ხელში იყო.
(წყარო: PrimeTimeNews)